მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რამდენად მძიმე იქნება ეს სექტორისთვის, ჯერ უცნობია" - MBC მოგების გადასახადის ზრდაზე

638f43050bf49
მარიამ ვარადაშვილი
06.12.22 17:42
771
MBC-ის გენერალური დირექტორი გია პეტრიაშვილი აცხადებს, რომ მოგების გადასახადის ზრდას სესხებზე პირდაპირი გავლენა არ ექნება, თუმცა რამდენად მძიმე იქნება ეს ცვლილება საფინანსო სექტორისთვის ამის თქმა ჯერ რთულია.

საუბარია მთავრობის მიერ დააანონსებულ მოგების გადასახადის ზრდაზე, რომელიც ფინანსთა მინისტრის განმარტებით, ზრდა სულაც არ არის. ლაშა ხუციშვილის განცხადებით, გაუქმდება 5%-იანი გადასახადი ბანკების მიერ გაცემულ დივიდენდზე, ხოლო მათი დასაბეგრი მოგება 20 პროცენტით დაიბეგრება, ნაცვლად 15 პროცენტისა.

მის მიერ წარმოდგენილი კალკულაციის მიხედვით გადასახადის ზედა ზღვარის აწევა არ ხდება, თუმცა დივიდენდი არის მოგების მხოლოდ ნაწილი და ის კონკრეტული პერიოდის განმავლობაში ბანკმა შეიძლება არც გასცეს, ხოლო მოგების გადასახადი ეხება მთლიანად მოგების სახით მიღებულ თანხას. აქედან გამომდინარე, მთლიანობაში წარმოდგენილი ცვლილება მაინც საგადასახადო ტვირთის მატებას ნიშნავს.

“მოგების გადასახადის 15-დან 20%-მდე ზრდა ძალიან სერიოზული ცვლილებაა. ეს იმდენად ახალი ინფორმაციაა, რომ სექტორის მონაწილეებს ჯერ არანაირი გათვლა არ აქვთ. ის, რომ ამას ექნება საგადასახადო ზრდის ეფექტი, ეს ცალსახაა, მაგრამ რამდენად მძიმე იქნება ეს სექტორისთვის, ჯერ უცნობია. გარკვეულ კომპანიებს სურთ მიკრობანკის ლიცენზია მოიპოვონ, რაც მომგებიანობის გაზრდის შესაძლებლობას ემსახურება და გადასახადის ასეთი ზრდა [მოგების გადასახადის 20%-მდე ზრდა] ამ მოლოდინს მკვეთრად ამცირებს”, - ამბობს პეტრიაშვილი BMG-ის ეთერში.