მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რამდენიმე დღეში ალბათ გამოცხადდება გარკვეული ზომები... სავარაუდოდ, ამოქმედდება კოვიდ-პასპორტები" - იმნაძე

618586d2d9c05
თამთა ჯიჯავაძე
05.11.21 23:29
7425
რამდენიმე დღეში, სავარაუდოდ ორშაბათს, გარკვეული ზომები გამოცხადდება, მათ შორის ამოქმედდება ე.წ. მწვანე პასპორტები. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძემ "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა.

„ჩემი პირადი აზრი დიდი ხანია ცნობილია, მე სავალდებულო ვაქცინაციის მომხრე ვარ, განსაკუთრებით ცალკეული ჯგუფებისთვის, მაგალითად ჩემი კოლეგებისა და პედაგოგებისთვის. 1-2 დღეში, ორშაბათის საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ ალბათ გამოცხადდება გარკვეული ზომები და იმ გზას გავივლით, რაც გაიარა ევროპის უამრავმა ქვეყანამ.

ეს იქნება "მწვანე პასპორტების" ამოქმედება. მოგეხსენებათ, არ არის მარტო აცრა, არჩევანის საშუალებაა, იქ შედის როგორც კოვიდის გადატანა, ასევე ორჯერადი აცრა და PCR ან სწრაფი ტესტირება, უბრალოდ ვადა ექნება განსხვავებული. 3-დღიანი PCR და ერთდღიანი სწრაფი ტესტირება… ეს აპრობირებული მეთოდია, რომელიც გამოიყენა ევროპის ბევრმა ქვეყანამ, როდესაც რაღაც ზღვარს მიაღწიეს. არის რამდენიმე გამონაკლისიც, მათ შორის დანია, ნორვეგია, პორტუგალია, სადაც არც კოვიდპასპორტები, არც შეზღუდვებია, ვინაიდან მოსახლეობის 90% თავისი ნებით აიცრა“, - განაცხადა იმნაძემ.