მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რატომ გადადგა ეკატერინე ტიკარაძე?" - ანა ნაცვლიშვილი ლადო კახაძეს

61c2fb3aeb4f0
ინგა მურუსიძე
22.12.21 14:26
709
"ეს ის მინისტრია (ეკატერინე ტიკარაძე), რომელიც ახალგაზრდა ექთნის (მეგი ბაქრაძის) ტრაგიკული გარდაცვალებიდან 1 საათში წავიდა და „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აიცრა" - ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ლადო კახაძემ "ლელოს“ წევრ, დეპუტატ ანა ნაცვლიშვილის კითხვას - რატომ გადადგა ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე დაკავებული პოსტიდან.

„კორონავირუსთან ბრძოლის მთავარსარდალი გადადგა - ქალბატონი ტიკარაძე. ცუდი მინისტრი იყო და ამიტომ გადადგა? თუ კარგი მინისტრი იყო და კარგად მართავდა კოვიდს? თუ კარგი მინისტრი იყო, რატომ გადადგა? თუ ცუდი იყო გვითხარით ამ ტრიბუნიდან“, - მიმართა ლადო კახაძეს ანა ნაცვლიშვილმა.

დეპუტატმა მას უპასუხა, რომ პოლიტიკურ კითხვებზე პასუხებს არ გასცემს, ხოლო დეპუტატებს ოპოზიციიდან შეუძლიათ ის თქვან, რაც სურთ.

„თქვენ (ოპოზიციას) გაქვთ მიკროფონი და შეგიძლიათ თქვათ, რომ მინისტრი იმიტომ გადადგა, ამდენი ადამიანი მოკლაო, მაგრამ მე გიპასუხებთ, როცა ვაქცინაციის პროცესი დაიწყო, ანგელოზივით გოგო აიცრა, ექთანი, რაღაც გარემოებების გამო გარდაიცვალა და აგორდა კამპანია - კლავს ვაქცინაო, ხელისუფალი კლავს მოსახლესო. ეს ის მინისტრია (ეკატერინე ტიკარაძე), რომელმაც, იმ წუთას, ერთი საათის მერე, იმავე ასაკის ასული მინისტრი სახალხოდ აიცრა ზუსტად იმ ვაქცინით, რომელსაც აბრალებდნენ ადამიანებს კლავსო“, - განაცხადა ლადო კახაძემ.

შეგახსენებთ: ეკატერინე ტიკარაძემ 9 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მინისტრის პოსტს ტოვებს, თუმცა თვის ბოლომდე მოვალეობას ასრულებს.