მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რატომ მერყეობს კურსი?... ჩვენ და ბანკებმა შეთანხმებული ნაბიჯებით უნდა ვიაროთ" - მაჭავარიანი

6030d27d67f2e
ელენე გოგბერაშვილი
20.02.21 13:15
827
ფინანსთა მინისტრობის კანდიდატი ივანე მაჭავარიანი კურსის მერყეობის მიზეზად დოლარიზაციის მაღალ მაჩვენებელს ასახელებს. როგორც მან რამდენიმე წუთის წინ პარლამენტში გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე შესაბამისი კითხვის პასუხად განაცხადა, საქართველოს მაღალდოლარიზებული ეკონომიკა აქვს და დღემდე ეს ქმნის პრობლემას.

„რატომ მერყეობს კურსი? იმიტომ, რომ მაღალი დოლარიზება გვაქვს. თქვენ რა გგონიათ, კომპანიას, რომელსაც აქვს სრულად დოლარიზებული ვალი და საკმაოდ ძვირად აღებული, ის კურსზე დადებით ზეწოლას აკეთებს თუ უარყოფითს? რასაკვირველია უარყოფითს. იმას ხომ გადახდა სჭირდება, პროცენტს მომსახურება სჭირდება. თავისთავად, დღეს შემოდინებული დოლარი რომ ხვალ ასევე ზეწოლას გააკეთებს ხომ მნიშვნელოვანია... ამიტომ ჯანსაღი და სწორი პროპორცია არის მოსაძებნი.

რამდენიმე შეხვედრა გვქონდა ბანკებთანაც და სხვადასხვა ინსტიტუტებთან და საკმაოდ შევჯერდით და ჩემი აზრია, რომ მომავალში უნდა ვიაროთ შეთანხმებული ნაბიჯებით. არ უნდა გადავდგათ ისეთი ნაბიჯები, რომელიც ბაზრისთვის სურპრიზი იქნება.  სავალუტო ფონდის კვლევაშიც არის, რომ დედოლარიზაცია უფრო რბილი ზომებით ჯობია, ვიდრე მკვეთრი და აგრესიული ნაბიჯებით. შესაბამისად ჩვენ ამის შეჯერებას და ოპტიმიზაციას ვცდილობთ.

სამწუხაროდ, ჩვენ გვაქვს მაღალდოლარიზებული ეკონომიკა და ჩვენი ვალდებლებებიც ძალიან დოლარიზებულია და ეს გვიქმნის დღემდე პრობლემას"-განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.