მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რედკო": მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ყველა დაგეგმილი რეგულაცია გადავავადოთ

5f50c0e6f0ddd
თათია ჩაფიჩაძე
03.09.20 22:21
1045
დეველოპერული კომპანია „რედკოს“ დირექტორი მალხაზ კუნელაური ფიქრობს, რომ არსებულ მძიმე კრიზისულ პირობებში, სავალდებულოდ დასანერგი რეგულაციები უნდა გადავადდეს. უკვე ამოქმედებულ რეგულაციებში კი „ბნელი მხარეები“ მოიძებნოს და ბიზნესს განვითარების საშუალება მიეცეს.

„სამშენებლო სექტორი ერთ-ერთი მსხვილი მიმართულებაა, რომელიც ეკონომიკისთვის საკმაოდ დიდ აქტივს ქმნის, დასაქმებული ჰყავს უამრავი ადამიანი და მასზე ჯაჭვურად არის გადაბმული უამრავი სხვა სექტორი. ამ სექტრისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად სიფრთხილით მოვეკიდოთ ყველა ისეთ სიახლეს, რომელმაც შესაძლებელია პრობლემები შექმნას. ისედაც არასახარბიელო გარემოა, ამიტომ ყველა დამატებითი ხელოვნური ბარიერი წარმოადგენს დაბრკოლებას, თუნდაც სამართლიანი რეგულაცია მაინც რეგულაციაა, რომელიც პრაქტიკაში რთულად აისახება.

მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ყველა ის რეგულაცია, რომლის ამოქმედება დაგეგმილი იყო, გადავავადოთ და ასევე მნიშვნელოვანია იმ რეგულაციებშიც, რომლებიც აქამდე იქნა შემოღებული, მაქსიმალურად ვიპოვით ის ბნელი მხარეები, რომელიც აფერხებს ბიზნესის განვითარებას. ერთ-ერთი არის მაგალითად 2014 წელს მთავრობის დადგენილება, რომლის მიხედვითაც ამოქმედებულია 1992 წლამდე არსებული ყველა ნორმა და წესი. უამრავი წესი არსებობს იმდროინდელი და ბიზნესს უჭირს ადაპტირება. ერთ-ერთი ეხება სახანძრო უსაფრთხოებას, რომელიც სავალდებულოა რომ ასახო შენს პროექტირებაში, შესაბამისად როდესაც არსებობს უამრავი აღიარებული ნორმა, მათ შორის საბჭოთა კავშირის დროინდელი, რთულია მოქმედება და ლავირება გააკეთო სწრაფად და მობილურად", – განაცხადა კუნელაურმა "საქმიანი დილის" ეთერში.

მისივე თქმით, მათ აქვთ აქტიური კომუნიკაცია სახელმწიფო სტრუქტურებთან, ძირითადად ბიზნესომბუდსმენთან, – "ის მუდმივად გვეხმარება, თუმცა იმდენად მოცულობითია ეს საკითხები და იმდენად სწრაფად სჭირდება გადაწყვეტა, რომ ამას ვერ ვეწევით“ - განაცხადა მან.