მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რეფორმების განხორციელება კარგია, მაგრამ არა ხარჯის შეკავების მიზნით" - ამირან გამყრელიძე

645f537e3b9f6
თინათინ ნატმელაძე
14.05.23 09:20
463
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილმა ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ BMGTV-ის გადაცემა "ანალიტიკაში" საუბრისას საქართველოში მიმდინარე ჯანდაცვის რეფორმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ცვლილებების განხორციელება ძალიან კარგია, მაგრამ არა ხარჯის შეკავების მიზნით.

"ხარჯის შეკავება უნდა დაიწყო მაშინ, როდესაც რაღაც მინიმუმზე გახვალ, ეს ყველაზე დიდი დილემაა გლობალური ჯანმრთელობის. ჯანდაცვა თანდათან ხდება ძალიან ძვირი, 9-10 ტრილიონი იხჯარება მსოფლიოში ჯანდაცვის სისტემაში, ეს არის უზარმაზარი ციფრი, ბევრ სხვა სექტორზე ბევრად დიდი დანახარჯია და ყველაზე დიდი დილემაა, როგორ შეაკავონ ეს ხარჯი.

ნებისმიერ ქვეყანაში სამჯერ მეტია ჯანდაცვაზდე დანახარჯი, ვიდრე მათი წლიური ეკონომიკური ზრდა. რეფერენტული ფასი, DRG სისტემა და მსგავსი რეფორმები ადრე უნდა ყოფილიყო, ძალიან კარგია მათი განხორციელება, მაგრამ არა იმ მიზნით, რომ ხარჯი შეაკავო. ხარჯი სხვანაირად უნდა შევაკავოთ, რომ ის მილიარდ სამოცი მილიონი, რაც დღეს არის, არ წავიდეს იმ 270 საავადმყოფოში, რომელიც დღეს გვაქვს, ეს საავადმყოფოები უნდა გამსხვილდნენ და ქვეყანაში უნდა ჩამოყალიბდეს მრავალპროფილიანი, დიდი, რამდენიმე საუნივერსიტეტო ჰოსპიტლები.

ასევე, უნდა შემცირდეს ხარჯი არასწორად გამოწერილი მედიკამენტების, ჩვენთან მედიკამენტების ხარჯი გვაქვს 40%-მდე, რაც ძალიან დიდია, განვითარებულ ქვეყნებში კი ჯანდაცვის საერთო დანახარჯებში მედიკამენტების დანახარჯი არის 15%-მდე", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ისტორიამ აჩვენა, რომ ქვეყანა არც სრულად სახელმწიფო ჯანდაცვაზე უნდა იყოს დამოკიდებული და არც სრულად კერძო ჯანდაცვაზე.

ამირან გამყრელიძე აღნიშნავს იმასაც, რომ ამ ეტაპზე მთავარია, რომ ქვეყანას საკმარისი რაოდენობის ჰოსპიტალი ჰქონდეს და ჰყავდეს ასევე საკმარისი ექიმები, თუმცა ამასთან ერთად, ცხადია, აუცილებელია სისტემის გამართულობა და განათლება.