მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რეგიონების სასტუმროებში ჯავშნები მატულობს, თუმცა შარშანდელი შედეგების მიღება გაჭირდება"

5ef60c68bdbb8
ვიქტორია მღებრიშვილი
27.06.20 11:13
1048
„თიბისი კაპიტალის“ კვლევების უფროსის თორნიკე კორძაიას განცხადებით, შიდა ტურიზმის გააქტიურების ეფექტი სასტუმრო ბიზნესზე ჩანს, თუმცა, ამ დატვირთულობით 2019 წლის მაჩვენებლების მიღება გაჭირდება - ამის შესახებ მან BMG-ს გადაცემა „საქმიან დილაში“ ისაუბრა.

მისი თქმით, პოზიტიური ძვრები ამ მიმართულებით შეინიშნება და სასტუმროების დატვირთულობა დაახლოებით 10%-ით არის გაზრდილი.

„რეგულარულად მსხვილი ბრენდირებული სასტუმროების გამოკითხვას ვატარებთ, ყველგან ჩანს, რომ შიდა მოსახლეობის მიერ გაკეთებული ჯავშნები თბილისის გარეთ - რეგიონებში მატულობს, ასევე ბოლო ხანებში ეს ტენდეცია დაიწყო ბათუმშიც, მაგალითისთვის ივნისის ბოლო კვირა არის 2-ჯერ მაღალი დატვირთვა ყველგან, ვიდრე ივნისის პირველი სამი კვირა, უბრალოდ დატვირთულობები ისევე მცირე რჩება. მაგრამ შაბათ-კვირას როდესაც ხალხი ისვენებს, დატვირთულობა ძალიან დიდია, ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ შიდა ტურიზმის ეფექტი ჩანს“, - განაცხადა „თიბისი კაპიტალის“ კვლევების უფროსმა.

კითხვაზე, რამდენად შესაძლებელია ამ აქტივობით წინა წლის მაჩვენებლებთან მიახლოება, თორნიკე კორძაია ამბობს, რომ მხოლოდ ადგილობირივი ტურიზმის გაატიურებით, ამ მაჩვენებლების მიღწევა გაჭირდება.

"იგივე დატვირთულობაზე გასვლა, რაც წინა წელს იყო მარტო ქართული მოსახლეობის აქტივობით სავარაუდოდ გაჭირდება. პროპორციები რომ შევადაროთ, 2019 წლის მაგალითზე დაახლოებით 15.5 მლნ ლარის ღირებულების ღამე არის უცხოელების მიერ გატარებული სასტუმროებში და დაახლოებით 2.5 მლნ ღამე იყო ქართველების მიერ გატარებული სასტუმროებში. ის ქართველები, ვინც გარეთ ვერ გადიან, უნდა მოვიზიდოთ სასტუმროებში. ასევე ძალიან დიდი რაოდენობა ღამეებისა არის გატარებული ახლობლების სახლში, აქედან გამომდინარე დაბალი ფასების პირობებში შეიძლება ამ მოსახლეობის მოზიდვა. ამ შემთხვევაში არჩევანი დგება დატვირთულობასა და ფასს შორის“, - აღნიშნა თორნიკე კორძაიამ.