მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რეკორდული აქტივობა დაფიქსირდა" – 500 Startups Georgia-ს მეორე ნაკადის ფარგლებში განაცხადების მიღება დასრულდა

5f987de737a5b
BM.GE
27.10.20 23:57
774
საერთაშორისო აქსელერაციის პროგრამის 500 Startups Georgia-ს მეორე ნაკადის ფარგლებში განაცხადების მიღება დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე ავრცელებს.

მისი თქმით, რეკორდული აქტივობა დაფიქსირდა. კერძოდ, შევიდა 140 განაცხადი  მსოფლიოს 25 ქვეყნიდან. 

განაცხადების რაოდენობით ტოპ სამი ქვეყანა ასე გამოიყურება:
საქართველო 64%
აშშ 9.3%
უკრაინა-რუსეთი 3%-3%.

"განაცხადები შემოვიდა ჩვენი ყველა მეზობელი ქვეყნიდან, ასევე ინგლისიდან, პოლონეთიდან, გერმანიიდან და თქვენ წარმოიდგინეთ ბრაზილიიდან და ავსტრალიიდანაც კი. კონკურსი და შერჩევა კიდევ უფრო რთული გახდა, რადგან მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ინტერესი ამ პროგრამისადმი და საქართველოს ინოვაციების ეკოსისტემის განვითარებას მნიშვნელოვნად აჩქარებს. 
 
გაზრდილი ინტერესის მიზეზი უდავოდ პირველი ნაკადის მნიშვნელოვანმა წარმატებამ უზრუნველყო, რომელიც იხილა საზოგადოებამ "დემო" დღეზე. 500-ში პირველი 15 სტარტაპის აქსელერაციის დაწყებიდან 5 თვეში (2020 წლის ივნისში დაიწყეს) მათ 5 მილიონ აშშ დოლარზე მეტი კერძო ინვესტიციის მოზიდვა შეძლეს თავიანთ სტარტაპებში, რაც უდავოდ მნიშვნელოვანი წინსვლაა ასეთი მოკლე პერიოდისთვის, კოვიდის კრიზისიც რო არ გავითვალისწინოთ. 

წარმატება მინდა ვუსურვო ყველა სტარტაპს! მათ ვინც მოხვდება ტოპ 15-ში და მათაც ვინც ვერ მოხვდება ტოპ 15-ში! დიდი მადლობა მინდა გადავუხადო რა თქმა უნდა 500 სტარტაპს ასეთი მაგარი პროგრამის განხორციელებისთვის და საქართველოს ბანკს 1 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო (და არამარტო) პარტნიორობისთვის", – წერს კასრაძე სოციალურ ქსელში.

ინფორმაციისთვის, 500 Startups ვენჩურული კაპიტალის ერთ – ერთი ყველაზე აქტიური გლობალური კომპანიაა. 2010 წლიდან - დღიდან დაარსებისა, კომპანიის მხრიდან ინვესტირება განხორციელდა 77 ქვეყნის 2400–ზე მეტ კომპანიაში. მის პორტფოლიოში შედის ისეთი “Unicorn” სტარტაპები, როგორებიცაა: Intercom, Credit Karma, Grab, Talkdesk, Canva, GitLab. გარდა სტარტაპ დამფუძნებლებისა, 500 Startups დახმარებას უწევს ქვეყნებს და კორპორაციებს ინოვაციური ეკოსისტემების განვითარებაში, რასაც სააქსელერაციო და საგანმანათლებლო პროგრამების, ღონისძიებებისა და პარტნიორობების მეშვეობით მთელი მსოფლიო მასშტაბით ახორციელებს.