08.მარტი .2021 13:37

"რესპირატორმა“ საბავშვო პირბადეების წარმოება დაიწყო

"რესპირატორმა“ საბავშვო პირბადეების წარმოება დაიწყო
views 1788
უკან

„რესპირატორმა“ საბავშვო პირბადეების წარმოება დაიწყო. როგორც bm.ge-ის კომპანიის დამფუძნებელმა სერგო გალუსტიანმა განუცხადა, საბავშვო პირბადეები აფთიაქებში 10 მარტიდან გამოჩნდება და დასაწყისში - 20 თეთრი, ხოლო მოგვიანებით 15 თეთრი ეღირება.

„საბავშვო პირბადეების წარმოება დავიწყეთ. რეალურად, ხარისხი ერთი და იგივეა. შესაბამისად, სერტიფიცირება გავლილია. პირბადეების წარმოების დაწყება მას შემდეგ გადავწყვიტეთ, რაც სკოლებში მისი გამოყენება სავალდებულო გახდა.

ყოველდღიურად, 80 ათასი პირბადის წარმოება შეგვიძლია, თუმცა ამდენი ალბათ არ გაიყიდება, მაგრამ ვიქნებით იმის გარანტი, რომ ქვეყანაში საბავშვო პირბადეები საკმარისი რაოდენობით იყოს და იმპორტი საჭირო არ გახდეს“, - განაცხადა გალუსტიანმა.

მისივე ინფორმაციით, საბავშვო პირბადეები „ავერსში“, PSP-ში, GPC-ში, „ფარმადეპოსა“ და „იმპექსში“ გაიყიდება, ასევე, მაღაზია citmed-ში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა