"დღეს, რესპუბლიკურის შენობის ძირითადი ნაწილი ამორტიზებულია და იქ თანამედროვე სტანდარტების კლინიკის მოწყობა შეუძლებელია“, - ამბობს ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის დირექტორი თენგიზ ცერცვაძე.
მისი განცხადებით, სამწუხაროდ, რესპუბლიკური საავადმყოფო, 2 ათეულ წელზე მეტია, სამედიცინო სექტორის ფლაგმანის როლს ვეღარ ასრულებს, რადგან ამორტიზებულების გამო, შენობის რესურსის მხოლოდ 15%-ია ათვისებული.
„სახელმწიფო დაქვემდებარებაში აუცილებლად უნდა იყოს მძლავრი 400-500 საწოლზე გათვლილი, მულტიპროფილური, საუნივერსიტეტო საავადმყოფო. ამისთვის ერთადერთი მისაღები ლოკაცია დღევანდელი რესპუბლიკურის ტერიტორიაა, მას აქვს ცენტრალური მდებარეობა, დიდი ფართობი, საზოგადოებრივი ტრანსპორტის კუთხით ხელმისაწვდომობა. დღეს, რესპუბლიკურის შენობის ძირითადი ნაწილი ამორტიზებულია და იქ თანამედროვე სტანდარტების კლინიკის მოწყობა შეუძლებელია.
იყო რამდენიმე მცდელობა განახლებულიყო რესპუბლიკური საავადმყოფო, წინა ხელისუფლების დროს, 2-3 თუ სამჯერ გაიხსნა კიდეც. მაგრამ ეს რემონტი და შელამაზება იყო ფასადური, ბუტაფორიული და კლინიკა ვერ ახერხებდა იმ მასშტაბით ფუნქციონირებას, რა მასშტაბებიც უნდა ჰქონოდა. არაერთი გეგმა შედგა და არაერთი პროექტის შექმნის მცდელობაც იყო, მაგრამ დღემდე, ქვეყანა არის დიდი, სერიოზული, მულტიპროფილური დაწესებულების და განსაკუთრებით სახელმწიფოს დაქვემდებარებული კლინიკის გარეშე“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
შეგახსენებთ, რესპუბლიკური საავადმყოფოს რეაბილიტაცია იგეგმება. უკვე რამდენიმე დღეა იქ მომუშავე მედპერსონალი აცხადებს, რომ სამუშაოს დაკარგავს და პრობლემის მოსაგვარებლად ჯანდაცვის სამინისტროსთან შეხვედრასაც ითხოვენ, თუმცა უშედეგოდ. პრემიერ-მინისტრი ირწმუნება, რომ საავადმყოფოს არცერთი თანამშრომელი უმუშევარი და უხელფასო არ დარჩება.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი