25.მარტი .2020 18:45

"რესტორნები და სასტუმროები კომუნალური გადასახადების სამი თვით გადავადებას ითხოვენ"

views 328
უკან

რესტორნების და სასტუმროების ბიზნესი კომუნალური გადასახადების გადახდის სამი თვით გადავადებას ითხოვს, - ამის შესახებ რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, კოტე გაბრიჩიძემ BMG-ს გადაცემა "საქმის კურსის" ეთერში განაცხადა.

„პირველ რიგში ვიტყვი, რომ ოფიციალურად, სახელმწიფოს მიერ გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა ერთი კვირის წინ დაიწყო, თუმცა სინამდვილეში სასტუმროებმა განცხადებების გაკეთება დაიწყეს ჯერ კიდევ თებერვლის ბოლოს, ვინაიდან სწორედ ამ დროიდან დაიწყო რეალური „საგანგებო მდგომარეობა“ ჩვენს სფეროში. სწრედ ამიტომ არის ეს ბიზნესი ასე გაჭირვებულ მდგომარეობაში, რომ უკვე თვენახევარია ასეთ მძიმე მდგომარეობაში ვართ.

მეორე საკითხი არის ის, რომ ჩვენ არ ვითხოვთ გადახადების ჩამოწერას. აქ საუბარია გადავადებაზე. ჩვენ არ ვაპირებთ არაფრის არგადახდას. უბრალოდ ვითხოვთ გადავადებას, რომ უფრო მეტი ზარალი არ მოგვადგეს.

თუკი მთავრობის მედიაციით ბანკებმა გადაავადეს პროცენტების გადახდა სამი თვით, რატომ არ შეიძლება იგივეზე მოხდეს შეთანხმება კომუნალური სერვისების მომწოდებელ  კომპანიებთან? ჩვენ ყველანი, ბიზნესი ერთად უნდა ვიყოთ“, - განაცხადა გაბრიჩიძემ.