მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რესტორნების, დაახლოებით, 30% უბრალოდ ვერ გაიხსნება" - რესტორნების ფედერაცია

5ec2abbe93de5
ნუცა ბაზლიძე
19.05.20 10:17
2721
"სფერო იმდენად რთულ სიტუაციაშია, რომ ჩვენი აზრით, რესტორნების, დაახლოებით, 30% უბრალოდ ვერ გაიხსნება“, - ამის შესახებ რესტორნების ასოციაციის პრეზიდენტმა შოთა ბურჯანაძემ გადაცემა „საქმის კურსის“ ეთერში განაცხადა და დასძინა, რომ თუ მომხმარებელთა დიდი რაოდენობა არ იქნა, რესტორნების 20% დაიკეტება.

„რა თქმა უნდა, ვერ იქნება ისეთი აქტიურობა როგორც წინა წელს. დაახლოებით, 50%-ზე გვაქვს გათვლა. მძიმე შედეგი დადგება, თუ ამაზე ნაკლები იქნება მომხმარებელთა რიცხვი“, - ამბობს ის.

ამასთან, შოთა ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ მათ კონტაქტი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელ მარიამ ქვრივიშვილთან ჰქონდათ და მიიჩნევს, რომ საბოლოოდ, მიღებული რეგულაციები, შექმნილი გარემოებების ადეკვატურია.

„პროცესი ისე მიდის, ვფიქრობ, 8 ივნისს დაანონსებული გარე კაფეების გახსნა, ალბათ გადმოიწევს იმის გათვალისწინებით, რომ დღეს სიტუაცია რეგულირებადია“, - აღნიშნა შოთა ბურჯანაძემ და იქვე დასძინა, რომ გარე და შიდა სივრცეები ერთდროულად გახსნა მათი ინიციატივა იყო.

„ჩემი აზრით, დღეს არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, დიდი განსხვავება არ არის შიდა და გარე სივრცეებს შორის, თუმცა ამას მე ვერ გადავწყვეტ. ვფრთხილობთ, არ გვინდა რეალობა ზედმეტად დავტვირთოთ, რადგან თუ პრობლემა შეიქმნა, შემდეგ რამდენი ხანი დაიკეტება რესტორნები, ამას უკვე ვერავინ განსაზღვრავს“, - აცხადებს შოთა ბურჯანაძე.

შეგახსენებთ, საქართველოს გასტრონომიის ასოციაციამ გაავრცელა ის გაიდლაინები, რომლის დაცვაც რესტორნებს მოუწევთ. გაიდლაინებს შორის ხვდება მაგიდების წინასწარი ჯავშანი, თერმოსქრინინგი, ასევე, უპირატესობა მიენიჭება უნაღდო ანგარიშსწორებას.