სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა სს „საქართველოს რკინიგზის“ 2020-2021 წლების შესყიდვების შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა. დოკუმენტში წერია, რომ ბაზრის კვლევის ნაკლოვანებები გამოვლინდა.
აუდიტის თანახმად, სხვადასხვა დროს, 3 თვეზე მეტი პერიოდის განმავლობაში, კომპანიას ელექტრომატარებლები არ ჰქონდა დაზღვეული და ასევე 14,000 აშშ დოლარზე მეტი ეკონომიურობის პრინციპის დარღვევით გადაიხადა.
"ელექტრომატარებლების დაზღვევის მომსახურების 5-წლიანი ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2021 წლის 25 ივლისს ამოიწურა. 2021 წლის შესყიდვების გეგმის შედგენის დროს, კომპანიას ახალი ხელშეკრულების გაფორმების მიზნით შესყიდვის პროცედურის განსახორციელებლად, ბაზრის კვლევა არ ჩაუტარებია.
ბაზრის კვლევის პროცედურები კომპანიამ დაიწყო ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე სამი თვით ადრე, თუმცა საკვლევი ობიექტის კომპლექსურობის გამო, აღნიშნული პერიოდი საკმარისი არ აღმოჩნდა. შედეგად, ტენდერი ვერ გამოცხადდა წინა ხელშეკრულების ვადის დასრულებამდე, რის შედეგადაც კომპანიას დაუდგა სადაზღვევო მომსახურების გადაუდებელი აუცილებლობის მოტივით გამარტივებული წესით შესყიდვის აუცილებლობა. აღნიშნული ეწინააღმდეგება სახელმწიფო შესყიდვებისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვის უზრუნველყოფის პრინციპს.
შედეგად, სხვადასხვა დროს, 3 თვეზე მეტი პერიოდის განმავლობაში, კომპანიას ელექტრომატარებლები არ ჰქონდა დაზღვეული და ასევე 14,000 აშშ დოლარზე მეტი თანხა გადაიხადა ეკონომიურობის პრინციპის დარღვევით.
სს „საქართველოს რკინიგზამ“ ზოგიერთ შემთხვევაში ბაზრის კვლევის დამადასტურებელი დოკუმენტაცია ვერ წარმოადგინა, რაც არ შეესაბამება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონის მოთხოვნას.
წარმოდგენილი ბაზრის კვლევის დამადასტურებელი დოკუმენტაცია უმეტეს შემთხვევებში არ არის სისტემატიზებული და სრულყოფილი. სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სხდომის ოქმები არ არის შედგენილი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციის შესაბამისად. აღნიშნულის შედეგად, აუდიტის ჯგუფი ვერ დარწმუნდა − კომპანიის მიერ განხორციელებული ბაზრის კვლევა უზრუნველყოფს თუ არა კონკურენტული გარემოს შექმნას და ფულადი სახსრების რაციონალურ განკარგვას", - წერია დასკვნაში.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი