მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"როცა ექიმი ასაცრელად მიდის, ის პროფესიონალიზმის ტესტს აბარებს"

608416a61091a
ლიკა გურაბანიძე
24.04.21 21:30
1438
"ევექსი ჰოსპიტლების" გენერალური დირექტორის მოადგილე ეკატერინე ქავთარაძემ #BMGRIVE-ში ვაქცინაციიის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ცხოვრების სტანდარტული რეჟიმის დასაბრუნებლად და ეკონომიკის განვითარებისთვის ვაქცინაციის ტემპის დაჩქარება აუცილებელია“.

"მგონი, ვაქცინაციის ტემპით არავინ ვართ კმაყოფილი. მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება და საინფორმაციო კამპანია მნიშვნელოვანია”, - ამბობს ეკატერინე ქავთარაძე, რომლის აზრითაც, ამ პროცესში საზოგადოებას მაგალითი ექიმებმა უნდა მისცენ.

“ექიმი ვაქცინის გასაკეთებლად როდესაც მიდის, ის თავისი პროფესიონალიზმის ტესტს აბარებს; ის აკადემიური დარგის წარმომადგენელია და არა - მხარე, რომელიც ვაქცინის სარგებელს კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს“, - აღნიშნა “ევექსი ჰოსპიტლების” გენერალური დირექტორის მოადგილემ.



ცნობისთვის: 24 აპრილის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით სულ 36 056 მოქალაქეა აიცრა. აღსანიშნავია ისიც, რომ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას ინფორმაციით, 20 აპრილისთვის ჯანდაცვის სფეროს 15 ათასამდე წარმომადგენელი იყო აცრილი, სამიზნე ჯგუფში კი 41 ათასი მედიკოსია. „მეტი აქტივობა სასურველი იქნებოდა“, - აცხადებს თამარ გაბუნია.