მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"როცა ინვესტორი ვარ, განსაკუთრებით საქართველოს ბაზარზე, პრობლემა არის ინფორმაციის არარსებობა"

618e681b6afc6
მარიამ ვარადაშვილი
12.11.21 18:00
719
“თიბისი კაპიტალის“ კვლევების უფროსმა ირინა კვახაძემ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე საჯარო მონაცემების გაციფრულების აუცილებლობაზე ისაუბრა. მისივე თქმით, ინვესტორებისთვის კონკრეტულ სექტორებზე ჩაშლილად ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ არის, რის გამოც საქართველო მათთვის ერთგვარი “შავი ყუთია.”

“თუ შევხედავთ OCED-ს [ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია] თუ ნებისმიერ სხვა პოლიტიკის გამტარს, ყველა ამბობს, რომ სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი როლი არის ის, რომ მონაცემების დემოკრატიზაცია მოხდეს. ეს ნიშნავს, რომ ის მონაცემები, რომლებიც დიდი ოდენობით გროვდება საჯარო უწყებებში და რომლის გამოყენებაც შეუძლია როგორც საჯარო უწყებას, ასევე ბიზნესს გადაწყვეტილების მისაღებად, რაც შეიძლება გაუშვას ჰორიზონტალურად. აქ ვსაუბრობდით კაპიტალის ბაზრებზე, ასევე ვსაუბრობდით იმაზე, რომ ხელმისაწვდომი არ არის.

როცა ინვესტორი ვარ, განსაკუთრებით საქართველოს ბაზარზე, პრობლემა არის ინფორმაციის არარსებობა. როგორც ინვესტორისთვის ძალიან რთულია წარმოდგენა შევიქმნა სექტორზე, მის ქვესექტორებზე, ანუ რა ხდება, როგორ ხდება და რა დინამიკაა. ეს ინფორმაციის დემოკრატიზება აუცილებელია იმისთვის, რომ მოქნილი გადაწყვეტილებები მიიღოთ თქვენც, ჩვენც და შესაბამისად კრიზისზე სწრაფი რეაგირება გვქონდეს. მეორე არის ის, რომ ინვესტორისთვის დღეს, ვინც გვიკავშირდება, საქართველო არის შავი ყუთი, რადგან რთულია ინფორმაციის მიღება”,-აცხადებს ირინა კვახაძე.