მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"როცა m2-ის ბინა მეორეულ ბაზარზე გადადის, გაცილებით ძვირი ღირს, ვიდრე ჩვენ ვყიდით"

61f666253ab27
მარიამ ვარადაშვილი
30.01.22 15:00
3912
ნიკოლოზ მეძმარიაშვილი “m² დეველოპმენტის” გენერალური დირექტორი Forbes Talk-თან ინტერვიუში ამბობს, რომ კომპანიის მთავარი მომხმარებლები ქართველი ემიგრანტები არიან. მისივე თქმით, ამას რამდენიმე მიზეზი განაპირობებს. მათ შორის ის, რომ კომპანია სხვადასხვა სერვისს, როგორიცაა: გაქირავება, ხელახლა გაყიდვა, დისტრანციურად სთავაზობს.

მეძმარიაშვილის თქმითვე, მათი ბინები მეორეულ ბაზარზე გაცილებით ძვირად იყიდება, რაც ინვესტირების კუთხით მნიშვნელოვანი საკითხია.

“დღევანდელ დღეს მოთხოვნას რამდენიმე გარემოება ქმნის. მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ძალიან ბევრი ემიგრანტი m2-ში ყიდულობს ბინას, რადგან მათთვის პირველ რიგში მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენი სახელია მათთვის ცნობილი და გვენდობიან. იმის გამო, რომ ფიზიკურად აქ არ არიან, ასევე გვაქვს მოვლა-პატრონობის, გაქირავების, გადაყიდვის სერვისი და მათ შეუძლიათ როგორც საინვესტიციოდ, ასევე მომავალში საქართველოში დასაბრუნებლად m2-ში შეიძინონ ბინა. მნიშვნელოვანია კიდევ ის, რომ ჩვენი ბევრი მომხმარებელი ორიენტირებულია იმაზე, რომ საინვესტიციოდ შეიძინოს ბინა.

ამას ისიც უწყობს ხელს, რომ ჩვენ ყოველთვის ვრჩებით ჩვენსავე საცხოვრებელ კოპლექსებში. იქ არის ჩვენი ოფისები და თავადვე ვუვლით ამ კოპლექსებს. ეს გაქირავების ან/და ხელმეორედ გაყიდვის პრცესში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. როცა m2-ის ბინა მეორეულ ბაზარზე გადადის, გაცილებით უფრო ძვირი ღირს, ვიდრე მას ჩვენ ვყიდით. ამიტომ, m2-ში წაგებული არასდროს არ ხარ”, - აცხადებს მეძმარიაშვილი.