მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"როცა ნავთობი ძვირდება, არ არსებობს არანაირი ჯადოსნური ჯოხი, რომელიც ფასების ზრდას შეაკავებს"

61b0c58d00577
ინგა მურუსიძე
08.12.21 23:30
612
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე აცხადებს, რომ როცა საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასი ძვირდება, არ არსებობს არანაირი ჯადოსნური ჯოხი, რომელიც ფასების ზრდას შეაკავებს.

ამის შესახებ გვენეტაძემ პარლამენტში, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ინფლაცია მთელი მსოფლიოს პრობლემაა, მაგალითად თურქეთში მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალია.

„მნიშვნელოვანია ეკონომიკური სტრუქტურა. საქართველოში მნიშვნელოვანია ტურისტული სექტორი და რადგანაც პანდემიამ მობილობა შეამცირა, აქედან გამომდინარე, უფრო მეტი ზარალი მოგვადგა. გარდა ამისა, იყო ერთჯერადი ფაქტორებიც, იყო სუბსიდია. ასევე, თუ ჩინეთიდან ევროპაში ტვირთის გადაზიდვა ღირდა 10 ათასი დოლარი, დღეს უკვე 5-ჯერ მეტი ღირს და ეს ფასებზე აისახება.

ყველა ფასი, ქართული კალათიდან არის ასახვა იმისა, რაც საერთაშორისო ბაზარზე მოხდა. ხოლო როცა საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასი ძვირდება, არ არსებობს არანაირი ჯადოსნური ჯოხი, რომელიც ფასების ზრდას შეაკავებს. ეს არის ძალიან სამწუხარო, მესმის მოსახლეობის, თუმცა ინფლაცია არის მთელი მსოფლიოს პრობლემა“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ და სხვადასახვა ქვეყნების ინფლაციის მაჩვენებლები ჩამოთვალა:

გვენეტაძის თქმით, ბოლო მაჩვენებლებით რუმინეთში ინფლაცია 8%-ია, ბელარუსში -10.5%, უკრაინაში - 11%, მოლდოვაში - 9%, ყაზახეთში - 9%, უნგრეთში - 6%.

„ეს ნამდვილად გლობალური პრობლემაა და შეუძლებელი მასთან გამკლავება დროის მოკლე პერიოდში. საქართველოს ხელისუფლება, ეკონომიკური გუნდი ატარებდა სწორ მაკროეკონომიკურ პოლიტიკას და მან დროის მოკლე მონაკვეთში შეძლო დამატებითი დაფინანსების მოზიდვა, რომელმაც საშუალება მისცა ქვეყანას დაეფინანსებინა დეფიციტი“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

საქართველოში ინფლაციის მაჩვენებელი 12.5%-ია.