მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"როცა ვთქვით მზად ვართ ჩინური ვაქცინა შემოვიტანოთო, გახსოვთ რა ამბავი ატყდა?!" - იმნაძე

603e9fe106673
თამთა ჯიჯავაძე
03.03.21 00:26
2172
დაახლოებით ორი თვის წინ რომ ვთქვით, მზად ვართ ჩინური ვაქცინა შემოვიტანოთო, გახსოვთ რა ამბავი ატყდა?! - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.

ხოლო კითხვაზე თუ ჯანდაცვის უწყების წარმომადგენლები თავდაჯერებულები იყვნენ რომ ჩინური ვაქცინის შემოტანა გამოსავალი იქნებოდა, რატომ არ შემოიტანეს, იმნაძემ აღნიშნა, რომ „ჩინური ვაქცინაც იქნება“.

რაც შეეხება რუსული ვაქცინის შემოტანის შესაძლებლობას საქართველოში, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ აღნიშნა, რომ ამაზე ვერაფერს იტყვის, ვინაიდან ეს არ არის სამედიცინო საკითხი.

შეგახსენებთ, საქართველოში ამ დრომდე ვერ მოხერხდა ვერცერთი ვაქცინის შემოტანა. როგორც ჯანდაცვის უწყებაში აცხადებენ, მარტის ბოლომდე ქვეყანამ ვაქცინის პირველი პარტია უნდა მიიღოს. პირველ ეტაპზე საქართველოში „ასტრაზენეკას“ და „ფაიზერის“ ვაქცინებს ელოდებიან.