მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"როდესმე ინფლაციის დარეგულირების შემდეგ გაზრდილი ფასები საწყისს დაბრუნებია"? - დეპუტატი

61b0be70a9851
თელარა გელანტია
08.12.21 18:16
3196
„როდესმე ინფლაციის დარეგულირების შემდეგ გაზრდილი ფასები საწყისს დაბრუნებია?“, - ამ კითხვის მიმართა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ლადო კახაძემ სებ-ის პრეზიდენტ კობა გვენეტაძეს პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე.

ლადო კახაძე: „ცოტა რიტორიკული კითხვა მინდა დავსვა - დამოუკიდებლობის 30-ე წლისთავთან დაკავშირებით. მე მაინტერესებს, როდესმე ინფლაციის დარეგულირების შემდეგ რომელიმე ქვეყანაში გაზრდილი ფასები თავის საწყისს დაბრუნებია თუ - არა? თუ არის ანალოგია რომელიმე ქვეყანაში, მაშინ ჩვენს ქვეყანაში რა უშლის ხელს ამ პროცესის სწორად წარმართვას?“

კობა გვენეტაძე: „როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ფასები შემცირდება და მიზნობრივ დონეს დავუახლოვდებით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ფასები საწყის დონეს დაუბრუნდება. ისევე როგორც ნავთობის ფასი, რომელიც პანდემიამდე იყო 35 თუ 37 დოლარი, ამ ფასზე ისევ ჩამოვა... ის შეიძლება ზოგჯერ გაიზარდოს და ზოგჯერ შემცირდეს, მაგრამ სამწუხაროდ, ასეთი რამე არ ხდება ხოლმე“.

ცნობისთვის: ოქტომბერში წლიური ინფლაცია 12.5% იყო. სებ-ის შეფასებით, ორნიშნა ინფლაციაში საგარეო ფაქტორების წვლილი 9 პროცენტული პუნქტია. აღსანიშნია, რომ დღეს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 10.5%-მდე გაზარდა.