მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"როდის გადმოსხდებით შავი ჯიპებიდან?" - ალექსანდრე ელისაშვილი მთავრობას

60d5cb5514879
ინგა მურუსიძე
25.06.21 16:31
789
"როდის მოიქცევა თქვენი მთავრობა ისე, როგორც შეშვენის ღარიბი ქვეყნის მთავრობას?", - ამ კითხვით მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ალექსანდრე ელისაშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და მისი გუნდის წევრებს, რომლებიც პარლამენტში იმყოფებიან.

„როდის შემოიჭერთ ქამრებს ან როდის შეამცირებთ ბიუროკრატიის ხარჯს? ელემენტარულად, ამ შავი ჯიპებიდან როდის გადმოსხდებით? აღრიცხული თუ გაქვთ, რამდენი იხარჯება ან ამ მანქანების ყიდვაზე, ან შენახვაზე, ან საწვავის ჩასხმაზე? ვოცნობებ ისეთ ქვეყანაზე, სადაც ჩემი ქვეყნის პრემიერი და ყველა სხვა მაღალი თანამდებობის პირი ივლის საზოგადოებრივი ტრანსპორტით და იცხოვრებს ისე, როგორც რიგითი მოქალაქეები“, - მიმართა ღარიბაშვილს ელისაშვილმა.

ამ წუთებში დეპუტეტები პრემიერს კითხვებს უსვამენ, რომლის შემდეგაც მთავრობის მეთაური მათთვის პასუხებს მოამზადებს.