14.მარტი.2019 17:48
ეკონომიკა

"როგორ შეიძლება ვისაუბროთ იმაზე, რომ სახელმწიფოს მიჰყავს ანაკლიის პროექტი ჩაშლისკენ?"

"როგორ შეიძლება ვისაუბროთ იმაზე, რომ სახელმწიფოს მიჰყავს ანაკლიის პროექტი ჩაშლისკენ?"
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, ანაკლიის პორტის პროექტს მთავრობა მხარს უჭერს და ამის დემონსტრირებას საერთაშორისო ასპარესზეც ახდენს.

ამის შესახებ ზალკალიანმა პარლამენტში, დეპუტატების შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„სახელმწიფოს მხრიდან არის მუდმივი ხელშეწყობა - დაწყებული 2013 წელს, როცა პირველად გაჟღერდა, შემდეგ როცა ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდა, ამის შემდეგ, როცა კონკურსზე გამარჯვებული გამოვლინდა და კონსორციუმი გამოცხადდა; ასევე, ის ფაქტი, რომ ჩვენ ამას ხელს ვუწყობთ და გვაქვს ევროკავშირთან პრიორიტეტულ ნუსხაში; ის, რომ საგარეო პოლიტიკის სტრატეგიის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა; ის ფაქტი, რომ სახელმწიფოს მხრიდან არ იყო არანაირი ფინანსური ვალდებულება ამ პროექტთან დაკავშირებით და მას შემდეგ, რაც კონსორციუმის მხრიდან იყო მომართვიანობა ამასთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფომ იმ თავის ვალდებულებებზე უფრო მეტი ვალდებულება ჩადო ამ პროექტში, როგორ შეიძლება ვისაუბროთ იმაზე, რომ სახელმწიფოს მიჰყავს ეს პროექტი ჩაშლისკენ?“, - განაცხადა მინისტრმა.
ავტორი: დათო ჯალაღონია

24.მაისი.2019 00:20
54

ტექნოლოგიურ ომს ჩინეთს იაპონიაც უცხადებს

ვრცლად
23.მაისი.2019 23:20
99

"საბანკო რეგულაციების გამო გარკვეულ ოპტიმიზაციას და გადაწყობას ჰქონდა ადგილი"

ვრცლად
23.მაისი.2019 22:35
602

პრემიერი: ქვეყნის ბიუჯეტი 150 კომპანიაზეა დამოკიდებული

ვრცლად
23.მაისი.2019 22:20
88

ქართულ ფურისულას გერმანიაში მედიკამენტების დასამზადებლად გამოიყენებენ

ვრცლად
23.მაისი.2019 22:12
138

მამუკა ბახტაძე ჭარბვალიანობაზე: ეს კიბო ერთხელ და სამუდამოდ მოვაშორეთ

ვრცლად
23.მაისი.2019 22:01
147

მამუკა ბახტაძე: ყოველდღიური ცხოვრების წესად იქცა, ვუყურებთ, რა არის კურსი

ვრცლად