20.იანვარი .2021 17:46

"როგორ ვიხსნებით? რა რეგულაციებით?...გაყიდვების 40% შაბათ-კვირაზე მოდის" - დავით ჩხეიძე

"როგორ ვიხსნებით? რა რეგულაციებით?...გაყიდვების 40% შაბათ-კვირაზე მოდის" - დავით ჩხეიძე
views 593
უკან

საქართველოში The North Face-ის წარმომადგენელი დავით ჩხეიძე აცხადებს, რომ სავაჭრო ობიექტებში გაყიდვების 40% შაბათ-კვირას გენერირდება და თუ ეს დღეები ვაჭრობა აკრძალული იქნება, ძალიან გაუჭირდებათ. მისივე თქმით, ჯერ ზუსტად არ იციან, ასე იქნება თუ - არა, მაგრამ მთავრობას გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ ობიექტებს 16 იანვრიდან სწორედ ამ პირობით გახსნიდნენ.

„ვიცით, რომ რითეილი სექტორი იხსნება 1 თებერვლიდან, მაგრამ კითხვაა - როგორ იხსნება? რა რეგულაციები იქნება თანმდევი და როგორ მოხდება ყველაფრის აღსრულება ჩვენი მხრიდან? შაბათ-კვირას ყველაფერი დაკეტილი იქნება და ვიმუშავებთ მხოლოდ სამუშაო დღეებში - ერთ-ერთი პირობა, სავარაუდოდ, არის ეს. აღნიშნული საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ნავაჭრის, შემოსავლის 40%-ის გენერირება ხდება შაბათ-კვირას, რაც ძალიან მნიშვნელოვანი დღეებია. თუ ეს ამოვარდა, რანაირად მოხდება ხარჯების აკუმულირება, რომ გადავიხადოთ, მაგალითად, ბანკების ვალები - არ ვიცით“, - ამბობს ჩხეიძე.

მისი თქმით, ფაქტობრივად, სექტორი 5 თვეა დაკეტილია და ეს ეხებოდა წლის ყველაზე მნიშვნელოვან პერიოდებსაც, ხოლო იმ 9 დღეში (24 დეკემბერი -2 იანვარი), როცა დროებით გაიხსნენ, დაამტკიცეს, რომ კრიზისული პერიოდების მართვა შეუძლიათ.

დავით ჩხეიძე კიდევ ერთ მნიშვნელოვან პრობლემად ბანკების ვალებს და მოიჯარეების საკითხს ასახელებს. მისი თქმით, ახლა ბანკებთან სექტორი მოლაპარაკებებს აწარმოებს, ხოლო მოგვიანებით ისინი დაგეგმავენ, როგორ იმუშაონ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა