21.თებერვალი .2020 11:00

"როგორც ეკონომისტი გეტყვით, რომ სახელმწიფო არ შეიძლება კარგი მენეჯერი იყოს"

views 759
უკან

“როგორც ეკონომისტი გიპასუხებთ, რომ სახელმწიფო არ შეიძლება კარგი მენეჯერი იყოს “- ასე პასუხობს BAG-ის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე bm.ge- სთან ინტერვიუში კითხვას, ვინ უფრო კარგი მენეჯერია სამედიცინო სექტორში.


“არცერთ ქვეყანაში ეს პრეცედენტი არ არის. თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე გარდამავალ ეტაპზე შეიძლება, მაგრამ სახელმწიფო არ არის უფრო კარგი მენეჯერი, ვიდრე კერძო სექტორი. ეს არის ასევე აქსიომატური ჭეშმარიტება და ამაზე ასევე მთელი მსოფლიოა შეთანხმებული.

რაც შეეხება ინდუსტრიას, ვფიქრობთ, რომ დღეს არსებული საყოველთაო დაზღვევის სისტემა ნაბიჯ- ნაბიჯ კერძო სადაზღვევო ინდუსტრიამ უნდა ჩაანაცვლოს “-აცხადებს სოსო ფხაკაძე.

BAG-ის პრეზიდენტის შეფასებით, ასეთი სქემის ამოქმედების შემთხვევაში სახელმწიფო ერთის მხრივ ბიუჯეტის სახსრების ხარჯვას შეამცირებს და მეორე მხრივ, კერძო სექტორი სამეურვეო საქმიანობის განხორციელებას უფრო ეფექტურად შეძლებს.


“არსებობს ძალიან კარგი პრაქტიკები მსოფლიოს მასშტაბით და დარწმუმებული ვარ, რომ კერძო სექტორი ჯანდაცვის მიმართულებაში ხელმძღვანელობას, ამ სისტემის გაძღოლას უფრო ეფექტურად შეძლებს და შრომის ნაყოფიერებაც უფრო მაღალი იქნება” - განაცხადა სოსო ფხაკაძემ.


საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტის განცხადებით, სახელმწიფოს როლი მნიშვნელოვანი სექტორისათვის თამაშის წესების დადგენაში უნდა გამოიხატებოდეს. მისი თქმით, სახელმწიფომ უნდა შეასრულოს რეგულატორის ფუნქცია, გააკონტროლოს ფასები და სადაზღვეო პირობები, რომელსაც კომპანიები ადამიანებს შესთავაზებენ და ოპერატორები, რომელებიც ჯანდაცვის სექტორში იქნებიან ინტეგრირებულები, ითამაშებენ იმ წესებით, რომელსაც მას სახელმწიფო დაუდგენს.


“კერძო ოპერატორები ბუნებრივია ითამაშებენ იმ წესებით, რასაც მათ სახელმწიფო შესთავაზებს და მერე სახელმწიფო ამ თამაშის წესების მუდმივ მონიტორინგს განახორციელებს, ამიტომ სახელმწიფოს როლი ძალიან მნიშვნელოვანია”- განმარტავს ფხაკაძე.


BMG-სთან საუბარში BAG-ის პრეზიდენტი კლინიკების მართვის თემაზე საუბარში აღნიშნავს, რომ საავადმყოფოები და კლინიკებიც კერძო კომპანიების მიერ უნდა იმართებოდნენ.


“უნდა იყოს კრძო სადაზღვევო სისტემა, კლინიკებიც უნდა იყოს კერძო მეწარმეების ხელში და ისინი უფრო კარგად მართავენ, ვიდრე სახელმწიფო. შეიძლება იყოს ერთი გამორჩეული შემთხვევა, რომ ერთი კონკრეტული საავადმყოფო სახელმწიფოს ხელში დარჩეს, მაგრამ არ ვიცი ეს როგორ იქნება, შეიძლება კითხვის ნიშანი აქაც დაისვას, მაგრამ ფაქტია, რომ კერძო სექტორი თანდათანობით, ნაბიჯ- ნაბიჯ უფრო კარგად შეძლებს ამ ინფრასტრუქტურის მართვას. ეს ჩვენს ქვეყანას უფრო მეტ სიკეთეს მოუტანს” - აღნიშნავს BAG-ის პრეზიდენტი.

სოსო ფხაკაძე ფიქრობს, რომ შესაძლოა სახელმწიფო რისკებს იმ პრეისტორიიდან გამომიდინარე ხედავს, რაც ამ მიმართულებით ქვეყანაში იყო, თუმცა აღნიშნავს, რომ “მაშინ არც სადაზღვეო ინდუსტრია იყო იმ სიმაღლეზე და არც კლინიკებსა და საავადმყოფოებში იყო ის მომსახურების კულტურა და სერვისი, რაც დღეს არის“ 


“დღეს სადაზღვეო ინდუსტრია სხვა დაგილზე დგას, უფრო მეტად განვითარებულები არიან, ასევე უფრო მეტად განვითარებულია როგორც კლინიკები, ასევე საავადმყოფოები და სწორედ იმ ცუდი გამცოდილებით და იმ ახალი გამოცდილებით, რაც დაგროვდა, ვფიქრობ, ისინი კარგი მოდელის შექმნას შეძლებენ და დარწმუნებული ვარ მართვის კულტურა განსხვავებული იქნება და დღეს ამ რეფორმის განხორციელება შეიძლება “- აღნიშნა, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა BMG-სთან ინტერვიუში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა