12.სექტემბერი .2019 21:35

"როგორც კი კვირიკაშვილი იქნა გადაყენებული, ერთ თვეში ჩვენთან შემოდის ყველა მაკონტროლებელი სტრუქტურა"

views 569
უკან

საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის განმარტებით, მოქმედი ხელისუფლების დროს მას მიტინგების დაფინანსებას "აბრალებდნენ", ხოლო როდესაც ყოფილმა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა თანამდებობა დატოვა, მის კომპანიებში შესამოწმებლად ყველა მაკონტროლებელი სტრუქტურა შევიდა. ამის შესახებ მან "TV პირველის" გადაცემა "რეაქციაში" საუბრისას განაცხადა.

„არჩევნებს წინ სხვა თემა უსწრებდა, შეხვედრა იყო უმრავლესობასთან, ნამდვილად არავის ვიცნობ, რამდენიმე დეპუტატს ვიცნობ და პოლიტიკისგან შორს ვიდექი, მაინტერესებდა იმდენად, რამდენადაც ჩვენ ქვეყანას სჭირდება.

ამ შეხვედრაზე დაგვაბრალეს, რომ მიტინგებს ვაფინანსებდით და ეს თქვენ შეგიძლიათ უმრავლესობის წევრებს ჰკითხოთ. ადამიანები ამბობდნენ, მართლა აფინანსებ „თეთრი ხმაურის“ მიტინგს? რატომ უნდა დაგვეფინანსებინა „თეთრი ხმაურის“ მიტინგი? ან საერთოდ, მიტინგი რატომ უნდა დაგვეფინანსებინა? ვერ წარმოვიდგინე ეს ბრალდება რა იყო? შემდეგ ითქვა, რომ თითქოს ამერიკაში ლობისტური კომპანიები გვყავს და ეჭვიანობა... როგორც კი გიორგი კვირიკაშვილი იქნა გადაყენებული, დაახლოებით ერთ თვეში, ჩვენთან შემოდის ყველა მაკონტროლებელი სტრუქტურა და იწყებენ 2018, 2017 და ასე ბოლომდე ჩაყვნენ... ისეთ კომპანიებშიც შემოვიდნენ, რომლებშიც შემოწმება ახალი დამთავრებული ჰქონდათ", - განაცხადა ხაზარაძემ

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა