მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"როგორც კი თავს შეუძლოთ იგრძნობთ, დარეკეთ 112-ში" - პრემიერი მოქალაქეებს მიმართავს

5e8ee984cd6dd
ინგა მურუსიძე
09.04.20 13:24
1253
მოქალაქეები 112-ში დარეკვით სოფლის და ოჯახის ექიმებისგან კონსულტაციებს იღებენ, -ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ გადაუდებელი დახმარების ცენტრ 112-ში სტუმრობის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

„დღეს აქ მოსვლის ძირითადი მიზანი რა არის? - სულ რამდენიმე ხნის წინ ჩაირთო ერთი ქოლცენტრი 144, რომლის ძირითადი ამოცანა არის საგანგებო მდგომარეობის პირობების და საკანონმდებლო თავისებურებების შესახებ მოქალაქეებს გასცეს პასუხი. ზარების რაოდენობა უკვე მნიშვნელოვანდ შემცირდა, რადგან მოსახლეობამ დეტალურად იცის საგანგებო მდგომარეობის საკანონმდებლო სპეციფიკა როგორია. გარდა ამისა, 112 ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად აეწყო სრულიად ახალი ხაზი ოჯახის ექიმთან და სოფლის ექიმთან ერთად. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და კოვიდ 19-თან ბრძოლის პირველი ხაზი.

როცა თითოეულ ჩვენს მოქალაქეს რაიმე სიმპტომი ექნება, სიცხის მატება, ან რაიმე გართულება, მას შეუძლია დარეკოს 112-ში, რომელიც დააკავშირებს მისსავე რეგიონში ოჯახის ამ სოფლის ექიმთან. ზარი შემოდის თბილისში, შემდეგ ბრუნდება იმ გეოგრაფიაზე, საიდანაც ზარი შემოდის და ტარდება კონსულტაცია. თუ საჭიროა მოქალაქის გადაყვანა, გადაყავთ ცხელების ცენტრში. ცენტში 24 საათის განმავლობაში ჩაატარებს კვლევებს და გადაწყდება საჭიროებს თუ არა შემდგომში რომელიმე კლინიკაში გადაყვანას“, - განაცხადა გახარიამმ.

მისივე თქმით, შემოსული 400 ზარიდან ყოველდღიურად, 5-6% ბრუნდება უკან, 112-ში, სასწრაფოს დონეზე, რაც ნიშნავს, რომ ოჯახის და სოფლის ექიმები უკვე სახლის პირობებში მართავენ პირველად სიმპტომებს.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის პირველი ხაზი კოვიდ19-თან ბრძოლის. მინდა ყველას მოვუწოდო, როგორც კი თავს შეუძლოთ იგრძნობთ, გაქვთ რაიმე სიმპტომი, საქათველოს ნებისმიერი რეგიონიდან, დარეკეთ 112-ში“, - განაცხადა გახარიამ.