მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რომ არა გავრილოვის ღამე, 2019 იქნებოდა წელი, როდესაც ეკონომიკა დაახლოებით 6%-ით გაიზრდებოდა"

5e22b972518ce
ინგა მურუსიძე
18.01.20 13:00
1540
რომ არა გავრილოვის ღამე, 2019 იქნებოდა წელი, როდესაც ეკონომიკა დაახლოებით 6%-ით გაიზრდებოდა, რაც ძალიან კარგი იქნებოდა, - ამის შესახებ Galt&Taggart-ის ეკონომისტმა ლაშა ქავთარაძემ "საქმიანი დილის" ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, 2019 წელს ეკონომიკა მოსალოდნელზე მეტად გაიზარდა, 11 თვეში 5,3%-იანი ზრდა ფიქსირდება და ეს მაჩვენებელი მეოთხე კვარტალში დაჩქარებულია.  

"ველოდებით, რომ 2019 წელი დასრულდება საბოლოოდ 5,2% ეკონომიკური ზრდით. აქ კიდევ გავუსვამდი ხაზს, რომ, რომ არა გავრილოვის ღამე, 2019 იქნებოდა წელი, როდესაც ეკონომიკა დაახლოებით 6%-ით გაიზრდებოდა, რაც ძალიან კარგი იქნებოდა. თუ გადავხედავთ ოფიციალურ სტატისტიკას ჩაშლილად, ვნახავთ, რომ ეს ზრდა იყო განპირობებული ძირითადად სამომხმარებლო საქონლის ზრდით. მოხმარებამ განაპირობა ეკონომიკური ზრდა. მესამე კვარტალში დაჩქარდა ინვესტიციები და განსაკუთრებით მთავრობის ინვესტიციაზე მინდა გავამახვილო ყურადღება. საქონლის მოხმარება თავის მხრივ მხარდაჭერილი იყო ტურიზმის ზრდით და საერთაშორისო გზავნილებით. რა თქმა უნდა, გვქონდა მნიშვნელოვანი გამოწვევა ტურიზმის სექტორში რუსი ტურისტების საკითხში, მაგრამ თუკი ციფრს ჯამურად შევხედავთ, ზრდა იყო", - განაცხადა ქავთარაძემ.