მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რომ არა "ქართული ოცნება", დღეს ანაკლიაში იქნებოდა გაჩაღებული მშენებლობა"

5f004ebb036f9
BM.GE
04.07.20 13:39
1238
"დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ანაკლიის პორტის საინვესტიციო მასშტაბი უპრეცედენტოა", - ამის შესახებ "ლელო საქართველოსთვის" ლიდერი ბადრი ჯაფარიძე საუბრობს.

"რომ არა "ქართული ოცნება", დღეს ანაკლიაში იქნებოდა გაჩაღებული მშენებლობა, გვეყოლებოდა ათასობით დასაქმებული ადამიანი და ქვეყანაში შემოვიდოდა უპრეცედენტო ოდენობის ინვესტიცია, რომელიც ჰაერივით გვჭირდება. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ამ მასშტაბის ინვესტიცია ჯერ არ გვქონია", - აცხადებს ბადრი ჯაფარიძე.

"ლელოს" ლიდერის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთის დავალება შეასრულა და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა გააჩერა.

"ხელ-ფეხი გაუხსნა რუსეთის მიერ დაფინანსებულ ტამანის ახალი პორტის მშენებლობას. ამ ხელისუფლებისგან განსხვავებით, რომელიც ადამიანებს უაპელაციოდ დებს ბრალს და ადანაშაულებს, მე არ მაქვს დოკუმენტური დადასტურება, თუმცა ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ ქართული ოცნება" მოქმედებს რუსეთის ინტერესებით და მათ სასარგებლოდ. ამაზე მეტყველებს სახელმწიფო ინსტიტუციების დისკრედიტაცია და დასუსტება, დასავლელი ინვესტორების განდევნა და გეოსტრატეგიული პროექტების შეჩერება", - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.