"ლელოს" ერთ ერთი ლიდერი და გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიგლა მიქაუტაძე აცხადებს, რომ ბატონ რომან კაკულიას ლელოს „მარშალის გეგმის“ მიმართ კითხვები აქვს და მეტი სურს გაიგოს.
როგორც მიქაუტაძე ამბობს, ის იღებს რომან კაკულიას გამოწვევას და სატელევიზოო დებატებში ეპატიჟება.
"ვთავაზობ მას ვისაუბროთ არა მხოლოდ "ლელოს" პროგრამაზე, არამედ "ქართული ოცნების" გეგმაზეც, თუ ასეთი არსებობს ბუნებაში. მე ყოველდღე ვხვდები სასოწარკვეთილ ადამიანებს გლდანის რაიონში, რომლებიც ვერ გრძნობენ ხელისუფლების არსებობას ქვეყანაში. მათ არავინ სცემს პასუხს კატასტროფულად გაუფასურებულ ლარზე და სესხებზე, რომლის გადახდის ვალდებულება თვის ბოლოს დაუდგებათ. ხელისუფლებამ, ეროვნულ ბანკთან ერთად, უნდა შექმნას სავალუტო დერეფანი - ლარის კურსის ქვედა და ზედა დროებითი ზღვარი, რომელიც დაასტაბილურებს ეროვნულ ვალუტას და ჩააქრობს პანიკას. მან ასევე უნდა შეიმუშაოს სესხების რეფინანსირების ახალი მექანიზმი, რათა მოხდეს ძველი სესხების ახლით გადაფარვა და 6 თვიანი საშეღავათო პერიოდის დაწესება. თუ „ქართულ ოცნებას“ არ მოგწონთ ლელოს მოდელი, წარმოგვიდგინეთ თქვენი ვერსია. უთხარით ხალხს, რას აპირებთ მათი მდგომაროების გასაუმჯობესებლად. გაეცით არა ჩემს, არამედ ჩვენი თანამოქალაქეების კითხვებს პასუხი", - განაცხადა გიგლა მიქაუტაძემ.
(NS)
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის