მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"როსნეფტის" დირექტორთა საბჭო გერმანიის ყოფილმა კანცლერმა დატოვა

6287aadc667fc
მარიამ ვარადაშვილი
20.05.22 19:32
625

"როსნეფტის" დირექტორთა საბჭო გერმანიის ყოფილმა კანცლერმა გერჰარდ შრიოდერმა დატოვა. შრიოდერის მსგავსად, რუსეთის სახელმწიფო ნავთობის კომპანიას გერმანელი ბიზნესმენი მათიას ვერნიგიც ტოვებს. 

“პატივს ვცემთ მათ გადაწყვეტილებას და მადლიერები ვართ, მათი მხრიდან მხარდაჭერის გაგრძელების”, - წერია "როსნეფტის" განცხადებაში.

ხუთშაბათს ევროპარლამენტმა შრიოდერს მოუწოდა, კომპანიის დირექტორთა საბჭო დაეტოვებინა. სხვა შემთხვევაში, ის "შავ სიაში" მოხვდებოდა.

ინფორმაციისთვის: საზოგადოების მხრიდან ის მკაცრი კრიტიკის ობიექტი გახდა ამ თანამდებობაზე დარჩენის გამო, რომელიც 2017 წლიდან უკავია. "როსნეფტის" გარდა, გერმანიის ყოფილი კანცლერი Nord Stream და Nord Stream 2 პროექტებშიც იყო ჩართული.