28.მარტი .2022 10:00

"რთულ პოლიტიკურ სიტუაციაში დიდი ინვესტიციების განხორციელებას ერიდებიან"- Subway

"რთულ პოლიტიკურ სიტუაციაში დიდი ინვესტიციების განხორციელებას ერიდებიან"- Subway
views 505
უკან

სწრაფი კვების ობიექტის Subway-ის ახალი ფილიალების გახსნის პროცესი პანდემიამ და რუსეთ-უკრაინის ომმა შეაფერხა.

როგორც bm.ge-ს Subway-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში გივი ორდენიძემ განუცხადა, ბოლო ორი წლის განმავლობაში კომპანიის სათაო ოფისის მიერ ორი ახალი ლიცენზიაა გაყიდული, თუმცა პანდემიამ და ახლა უკვე რუსეთ-უკრაინის ომმა ობიექტბის გახსნა გადადო.

„პანდემიამდე გეგმაში 2-3 ფილიალის გახსნა იყო, ბოლო ორი წლის განმავლობაში საბვეის სათაო ოფისის მიერ ორი ახალი ლიცენზიაა გაყიდული, მაგრამ პანდემიამ და ახლა უკვე რუსეთ-უკრაინის ომმა ეს პროცესი შეაფერხა, რადგან ახალი ფილიალის გახსნა დიდი ინვესტიციის განხორციელებასთან არის დაკავშირებული, ახლა კი ამ რთულ პოლიტიკურ სიტუაციაში დიდი ინვესტიციების განხორციელებას ერიდებიან“ - ამბობს კომპანიის წარმომადგენელი.

ინფორმაციისთვის, საქართველოში Subway ამ დროისთვის 8 ფილიალს აერთიანებს.

აღსანიშნავია, რომ Subway-ს გახსნაზე ექსკლუზივი არავის აქვს. ლიცენზიის აღება რესტორნის გასახსნელად გარკვეული სტანდარტების დაკმაყოფილების შემთხვევაში ნებისმიერ ადამიანს შეუძლია.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა