რთულია დღეს გამოსავალზე საუბარი, ვფიქრობ რომ დაგვიანებულია, – ამის შესახებ გადაცემა „საქმის კურსში“ ICR ჯგუფის დამფუძნებელმა კახა ხაზარაძემ განაცხადა. მისი თქმით, როდესაც მარტში ლოქდაუნი გამოცხადდა, ასოციაციის სახელით მათ ეკონომიკის სამინისტროს შესთავაზეს გრძელვადიანი ხედვების ერთად განხილვა, თუმცა, კომუნიკაცია უწყებასთან არ შედგა.
„ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ მთავრობას და ბიზნესს შორის კომუნიკაცია არ არსებობს. ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკის ანტიკრიზისული გეგმა. რეალურად მთავრობამ სოციალური დახმარებები გასცა, რა თქმა უნდა, მიმაჩნია რომ სოციალური დახმარებები მნიშვნელოვანია, მაგრამ არანაირი გეგმა არ დაიდო, თუ რა გადაწყვეტილებები უნდა იქნეს მიღებული ქვეყანაში“, – განაცხადა კახა ხაზარაძემ.
მისივე თქმით, ქვეყანაში პანდემიის გარდა არსებობს სხვა გამოწვევები და ეს პოლიტიკური პრობლემებია. როგორც ICR ჯგუფის დამფუძნებელმა განმარტა, არჩევნების თემა არასტაბილურად მოქმედებს ბიზნესზე, ინვესტიციები ფაქტობრივად აღარ შემოდის და ლარის დევალვაციაც ამითაა განპირობებული.
„ჩვენი ძირითადი პროდუქტი იმპორტზეა მიბმული. ფასების შეცვლაც კი გვჭირს, იმიტომ რომ ამ ფასებში არ გვყავს მომხმარებელი და კურსის მიხედვით რომ ფასები შევცვალოთ, საერთოდ გაგვიჩერდება რეალიზაცია“, – განაცხადა მან.
ICR ჯგუფის გაყიდვებთან დაკავშირებით საუბრისას კი კახა ხაზარაძე განმარტავს, რომ ლოქდაუნის შემდეგ, ზაფხულის პერიოდში მათ 25%-იანი კლება უფიქსირდებოდათ. სექტემბერში, ეს მაჩვენებელი 40%-მდე გაიზარდა, ხოლო ოქტომბრის ბოლოს უკვე 50%-იანი კლებაა.
„პრობლემა ისაა, რომ არანაირი პერსპექტივა არ ჩანს. საკმაოდ რთულია პროგნოზის კეთება. აქედან გამომდინარე საკმაოდ მძიმე ვითარებაშია როგორც მსხვილი, ასევე მცირე ბიზნესიც“, – დასძინა მან.
ცნობისთვის, ICR ჯგუფი 1993 წელს დაარსდა და ამჟამად წარმოადგენს დაახლოებით 20 საერთაშორისო და ადგილობრივ ბრენდს, მათ შორისაა: ფეხსაცმლის, ტანსაცმლის, აქსესუარების, ავეჯისა და კვების ობიექტები.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი