მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რთულია თავის შეკავება, როცა ფულს მარტივად გაძლევენ", – რაქვიაშვილი კლინიკების ხარჯებზე

5e3fce50d5ef2
თათია ჩაფიჩაძე
09.02.20 13:45
1508
საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორის სანდრო რაქვიაშვილის შეფასებით, 520–ე დადგენილების ამოქმედება მთავრობის სტანდარტული რეაქცია იყო, თუმცა პრობლემა არაადეკვატური ფასების გაწერის გამო გაჩნდა.

"როგორც კი იქმნება ფულის წყარო მთავრობისგან, ყველა ბიზნესმენი ცდილობს გამოიყენოს ეს, ყველა ქვეყანაში ასე ხდება. ვერ დაადანაშაულებ ამაში კლინიკებს, რთულია თავის შეკავება, როცა ფულს მარტივად გაძლევენ.
ამიტომ 520-ე დადგენილება თავის მხრივ, იყო სტანდარტული რეაქცია – თუ ფასები არ მოგვწონს, ის დავარეგლიროთ, მაგრამ ეს დადგენილება გვაჩვენებს ბიუროკრატიის ხარისხს. ფაქტია, რომ ფასებიც კი ვერ დათვალეს, არადა ძალიან მარტივი იყო რამდენიმე კომპეტენტური ადამიანის დასმა და კლინიკებთან ერთად ადეკვატური ფასების გაწერა", - განაცხადა "საქმიანი დილის" ეთერში რაქვიაშვილმა.

მისივე შეფასებით, ჯანდაცვის სექტორში პრობლემები არასწორი სისტემის შექმნის გამო დაგროვდა. რექვიაშვილი ფიქრობს, რომ დაფინანსების მოდელი სრულად უნდა შეიცვალოს.

"მთავრობა გვართმევს 12 მილიარდს და აქედან რაღაც თუ უკან მიბრუნდება, ამას ცხადია მოქალაქეები დადებითად აფასებენ, მაგრამ ეს იმით კი არ არის განპირობებული, რომ სისტემაა სწორი, არამედ იმით, რომ რაღაც მაინც მიიღე მთავრობისგან. ფაქტობრივად, არ არსებობს კვლევა იმის თაობაზე, რა დავკარგეთ, თუნდაც მარტო ის, რამდენი ადამიანი მოკვდა არასწორი დიაგნოზის დასმის გამო. თუ ჩვენი ბიუროკრატია გაიაზრებს, რამდენად არაეფექტიანია თვითონ და გაამარტივებს სისტემას, იმას მაინც ვნახავთ, რას ვხარჯავთ.

ჯანდაცვა საყოველთაო არ უნდა იყოს, ადამიანმა უნდა აიღოს დაზღვევა, ან ჯიბიდან გადაიხადონ, როცა ეს ასე არ ხდება, პრობლემა გაჩნდება. ჩვენ თუ მივიჩნევთ, რომ რაღაც ჯგუფს უნდა დავეხმაროთ, მივცეთ ფული, მაგრამ ჩვენ როცა რთულ პროცესებს ვაწყობთ: ჯერ გადასახადები უნდა ავკრიბოთ, მერე კლინიკებს გადავუხადოთ, მერე ჯგუფები გამოვყოთ და ა.შ, ეს მეტ რისკს მოიცავს. რა არის ჩვენი მიზანი? – დავეხმაროთ ადამიანებს, თუ დავაფინანსოთ კლინიკები? თუ მიზანია ადამიანების დახმარება, მივცეთ მათ ფული და თუ ვიტყვით, რომ ამ ფულით გაიქცევიან და საკვებს იყიდიან, მაშინ სხვა დასკვნებამდე მივალთ, რა არის ქვეყნის რეალური პრობლემა", - განაცხადა რაქვიაშვილმა.