07.მარტი .2022 18:52

"რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობები ქვასავით მტკიცეა" - ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

"რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობები ქვასავით მტკიცეა" - ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
views 985
უკან

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ვანგ ის განცხადებით, მიუხედავად უკრაინაში განვითარებული მოვლენებისა, რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობები „ქვასავით მტკიცეა“.

“რაც არ უნდა სახიფათო იყოს საერთაშორისო ვითარება, ჩინეთი და რუსეთი შეინარჩუნებენ თავიანთ სტრატეგიულ მიზნებს და განაგრძობენ ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის წინ წაწევას. ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობას გამოარჩევს მისი დამოუკიდებლობა და ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, რომ ჩვენი ურთიერთობა მესამე მხარის ჩარევისგან თავისუფალი იყოს,“ - განაცხადა ვანგ იმ.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთს ოფიციალურად ჯერაც არ დაუგმია რუსეთის სამხედრო აგრესია. საგარეო საქმეთა სამინისტრო კი უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს “კომპლექსურს“ უწოდებს. ამ ეტაპზე ჩინეთის წითელი ჯვრის ორგანიზაცია უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნით შემოიფარგლება.

“კომპლექსური პრობლემების მოგვარება სიმშვიდეს და რაციონალურობას მოითხოვს და არა ცეცხლზე ნავთის დასხმას,” - ამბობს საგარეო საქმეთა მინისტრი.

ვანგ ის თქმით, ჩინეთი მზად არის ითანამშრომლოს საერთაშორისო საზოგადოებასთან და კონფლიქტის მოგვარებაში მედიატორის როლიც კი შეასრულოს.