მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რუსეთიდან ქართველები კი არა, რუსებიც გარბიან"

5ef710562f5c6
ვიქტორია მღებრიშვილი
27.06.20 20:20
1024
რუსეთში ბიზნეს აქტივობა დავასრულე, - ამის შესახებ ბიზნესმენმა და კომპანია „ჩირინას“ დამფუძნელებმა რევაზ ვაშაკიძემ გადაცემა Forbes Talks-ში სტუმრობისას განაცხადა.

ბიზნესმენმა აღნიშნა, რომ პარტნიორთან ერთად რუსეთში ბიზნესსაქმიანობა 90-იან წლებში გადაწყვიტეს და ვოლგოგრადისა და ჩაპაევსკის ქიმიური ქარხნების აქციონერები გახდნენ და დაიწყეს იმაზე ფიქრი, როგორ განევითარებინათ ქარხნები.

„ერთი ქარხანა იყო ვოლგოგრადში. მე და ჩემი პარტნიორი ქიმიური ქარხნის 50%-ს ვფლობდით, რომელიც საკმაოდ დიდი ზომის, შედარებით ახალი ქარხანა იყო და ტექნოლოგიაც ახალი იყო. ჩვენ რომ დავიწყეთ აქციონირება, ამ ქარხანაში 6 000-მდე კაცი მუშაობდა, რომელიც ჩვენი აქციონერებში ყოფნის ბოლო პერიოდისთვის 1 500 კაცამდე შემცირდა. დიდი წვლილი მიმიძღვის იმაში, რომ ეს ქარხანა გახდა თანამედროვე ქიმიური ქარხანა გახდა. ჩვენ რომ მივედით, ქარხანა ბიუჯეტის მსხვილ გადამხდელ კომპანიებს შორის 30-ე ადგილზე იყო, ხოლო რომ წამოვედით პირველ - მეორე ადგილზე ვიყავით.

მეორე ქარხანა იყო ქალაქ ჩაპაევსკში, რომელიც მეტალურგიისთვის ქიმიურ ნივთიერებებს ამზადებდა. ეს იყო ერთ-ერთი ქარხანა, რომლის აქციონირება მოხდა პრივატიზების პროცესის გათვალისწინებით. დანარჩენი ქარხნები დღემდე ქვეყნის საკუთრებაშია. საკმაოდ დიდი ისტორიის ქარხანა იყო“, - იხსენებს რევაზ ვაშაკიძე.

ქარხნების განვითარების შემდეგ ბიზნესმენმა აქციონერთან ერთად ბიზნესიდან გამოსვლის გადაწყვეტილება მიიღო, რადგან ამ ბიზნესების მიმართ გაჩნდა როგორც სახელმწიფო, ასევე სხვა სახის ინტერესები. რევაზ ვაშაკიძე ამბობს, რომ რუსეთი რისკის ზონაში მოექცა მისთვის, საიდანაც ქართველები კი არა, რუსებიც გარბიან.

„მე და ჩემმა პარტნიორმა მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მე გამოვსულიყავი ქარხნებიდან, გამომდინარე იქიდან, რომ ასეთი მაღალეფექტური ქარხნის შენარჩუნება უფრო ძნელი იქნებოდა, იმიტომ რომ ბევრი ინტერესები გაჩნდა, დაწყებული მთავრობიდან სხვადასხა ინტერესების გათვალისწინებით.

არც ჩაპაევსკის და არც ვოლგოგრადის ქარხნებში მე აღარ ვარ აქციონერი და ეს ისტორია დასრულდა. მე რუსეთში ბიზნეს აქტივობაც დავასრულე, გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანა ნელ-ნელა შედის რისკის ზონაში. რასაც მე ვუყურებ რუსეთის ფედერაციიდან ქართველები კი არა რუსები გარბიან“, - თქვა რევაზ ვაშაკიძემ.