მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რუსეთის ჩართულობა საქართველოში დიდი გამოწვევაა" - ექსკლუზიური ინტერვიუ შვედეთის ვიცე-სპიკერთან

5e48f4e238a05
ელენე კვანჭილაშვილი
16.02.20 12:15
1668
"იმედი მაქვს, ევროპაში ისეთი სიტუაცია იქნება, რაც ხელს შეუწყობს რუსეთის ჩართულობის დასრულებას საქართველოში", - ასეთია შვედეთის პარლამენტის – რიქსდაგის ვიცე-სპიკერის კერსტინ ლუნდგრენის პოზიცია რუსულ ოკუპაციასთან დაკავშირებით: " ეს დიდი გამოწვევაა".

ექსკლუზიური ინტერვიუ შვედეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერთან სტოკჰოლმში ჩავწერე, სადაც არასამთავრობო ორგანიზაცია "სიდა"-ს ორგანიზებით მდგრადი განვითარების საკითხებზე სასწავლო ტური იმართება, რომელშიც მონაწილეობენ როგორც მთავრობის, ისე კერძო სექტორისა და მედიის წარმომადგენლებიც.

ერთკვირიანი სასწავლო ტურის განმავლობაში 30-ზე მეტი შეხვედრაა ჩანიშნული, სადაც ძირითადი აქცენტი მდგარდი განვითარების მიზნებსა და საჯარო და კერძო სექტორების თანამშრომლობაზე კეთდება.

შვედეთის პარლამენტში ვიზიტიც ამ ტურის ფარგლებში შედგა. კერსტინ ლუნდგრენს იმედი აქვს, რომ საქართველო ტერიტორიებს დაიბრუნებს და უფრო ნათელი მომავალი ექნება.

ვრცელ ინტერვიუს წაიკითხავთ Forbes Woman Georgia-ში.