მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რუსეთის და ბელარუსიის მოქალაქეების მხრიდან საქართველოს უძრავ ქონებაზე მაღალი ინტერესი შეიმჩნევა"

6220c19225968
თათია ჩაფიჩაძე
03.03.22 17:40
4233
„რუსეთის ფედერაციის და ბელარუსიის სახელმწოფოს მოქალაქეების, თუ ბიზნეს სუბიექტების მხრიდან, საქართველოში უძრავი ქონების შეძენისა და გრძელვადიანი საიჯარო ხელშეკრულებების გაფორმების თაობაზე მაღალი დაინტერესება შეინიშნება“ - ამის შესახებ საქართველოს უძრავი ქონების ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

ასოციაცია წევრ და პარტნიორ ორგანიზაციებს მოუწოდებს, მაქსიმალურად მაღალი ყურადღება და სიფრთხილე გამოიჩინონ საქმიანობისას და არ დაუშვან, რომ ისინი უნებლიედ ისეთი გარიგებების მონაწილეები გახდნენ, რაც შესაძლოა ქვეყანაში მოქმედ შიდა, საერთაშორისო კანონმდებლობასა თუ სართაშორისო შეთანხმებებს ეწინააღმდეგებოდეს.

„გასათვალისწინებელია ის პათოსი, რაც მსოფლიოში სუფევს. მოგიწოდებთ საეჭვო ტრანზაქციების შესახებ ინფორმაციის მიღებისას, ვიდრე გავხდებით ამა თუ იმ გარიგების ან მოლაპარაკების პროცესის მონაწილე, იურიდიული კონსულტაცია გაიაროთ იურიდიული სერვისის გამწევ სუბიექტებთან.

საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაცია კიდევ ერთხელ გამოთქვამს ღრმა მწუხარებას უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებებისას დაღუპულთა გამო და სამძიმარს უცხადებს უკრაინელ ხალხს.“ - აცხადებს საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის თავმჯდომარე ოთარ კაჭკაჭაშვილი.