10.მარტი .2022 16:00

"რუსეთის მარცვლეულის კავშირი" პუტინს მარცვლეულსა და ზეთზე საექსპორტო ბაჟის გაუქმებას სთხოვს

"რუსეთის მარცვლეულის კავშირი" პუტინს მარცვლეულსა და ზეთზე საექსპორტო ბაჟის გაუქმებას სთხოვს
views 695
უკან

რუსეთის მარცვლეულის კავშირმა რუსეთის პრეზიდენტის სახელზე 2 მარტს მიმართვა გააგზავნა, სადაც სახელწმიფოს მეთაურს მარცვლეულსა და მზესუმზირაზე დაწესებული საექსპორტო გადასახადის „დაუყოვნებლივ და სრულად“ გაუქმებას და ექსპორტის კვოტირებით შეზღუდვას სთხოვს, რომელიც „შლაგბაუმის“ პრინციპით იმოქმედებს.

„სასწრაფოდ და სრულად გაუქმდეს საექსპორტო ბაჟის აკრეფა მარცვლეულსა და მზესუმზირაზე. მანამდე მიღებული შემოსავალი იყო დაუბრუნდეს სოფლის მეურნეობაში მოქმედ წარმოებებს იმ შემთხვევაში თუ ისინი წარმოების გაფართოების ვალდებულებას აიღებენ და არსებულ რესურსს ინვესტიციებსა და დასაქმებულთა ხელფასზე მიმართავენ“, - ნათქვამია წერილში.

კავშირში განმარტავენ, რომ სამომხმარებლო ბაზრის სტაბილურობის უზრუნველყოფა მიიღწევა არა საექსპორტო გადასახადის დაწესებით, რაც მსოფლიოში ფასების ზრდას იწვევს, არამედ ქვეყანაში რესურსების მდგრადი მოცულობის შექმნით, რაც კვოტირებით მიიღწევა. კავშირში ამბობენ, რომ კვოტირების მექანიზმი არამხოლოდ მარცვლეულზე, არამედ ყველა პირველადი მოხმარების საქონელზე უნდა დაწესდეს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა