მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რუსეთის მიერ აფხაზეთისთვის მიწოდებული ელექტროენერგიის საფასურის ნაწილს საქართველოს მთავრობა ფარავს"

5e3c10fe32aa2
BM.GE
06.02.20 17:10
2102
ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, დავით თვალაბეიშვილი აცხადებს, რომ რუსეთიდან აფხაზეთში მიწოდებული ელექტროენერგიის საფასურის ნაწილს აფხაზური მხარე ფარავს, ნაწილს კი საქართველოს მთავრობა.

როგორც მინისტრის მოადგილემ "ინტერპრესნიუსს" აფხაზეთის ელექტრომომარაგებასთან დაკავშირებით განუცხადა, აფხაზეთის მომარაგება რუსეთიდან რომ არ დაწყებულიყო, "აფხაზეთს ჩაბნელება ემუქრებოდა".

"1-ელი თებერვლიდან აფხაზეთში რუსეთიდან ელექტროენერგიის პირდაპირი იმპორტი დაიწყო ე.წ. სალხინოს ხაზით, რაც გამოწვეულია იმით, რომ ენგურჰესში წყლის დონე საკმაოდ დაწეულია და ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ენგურში შეძლებისდაგვარად შევინარჩუნოთ წყლის დონე, წინააღმდეგ შემთხვევაში აფხაზეთს სრული ჩაბნელება ემუქრებოდა. რუსეთიდან იმპორტი გაგრძელდება მანამ, სანამ არ მოხდება წყლის შემოდინება ენგურის რეზერვუარზე და ენგურჰესიდან არ იქნება შესაძლებელი აფხაზეთის დაკმაყოფილება.

რაც შეეხება თუ ვინ იხდის გადასახადს, გადასახადს აფხაზური მხარე იხდის, ჩვენი წილი ამ გადასახადში ენგურის ტარიფის ტოლფასია", - აღნიშნა თვალაბეიშვილმა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას.

შეგახსენებთ, ოკუპირებული აფხაზეთი ელექტროენერგიით "ენგურჰესიდან" მარაგდება. ჰესში წყლის სიმცირის გამო აფხაზეთს ელექტროენერგია რამდენიმე დღის განმავლობაში გრაფიკით მიეწოდებოდა, ხოლო 1-ელი თებერვლიდან გრაფიკი გაუქმდა და აფხაზეთის მომარაგება რუსეთიდან დაიწყო.

ipn.ge