მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რუსეთისკენ არასდროს გაგვიხედია, ჩვენი გეგმა დემოკრატიული ბაზრების ათვისებაა" – Georgian Products

627f6c2de68e6
სალომე ჭიპაშვილი
14.05.22 13:05
1451
ცხოველების ავეჯისა და საკვების ქარტული მწარმოებელი კომპანია Georgian products გეგმა თავიდანვე დემოკრატიული ბაზრების ათვისება იყო - ამის შესახებ გადაცემა BMG Drive-ში კომპანიის დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა ქართული წარმოებისა და პროდუქტის ექსპორტისას რუსულ ბაზარზე დამოკიდებულების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

მან აღნიშნა, რო Georgian products-ს პროდუქცია ექსპორტზე რუსეთში არ გააქვს, თუმცა მოთხოვნა მათი მხრიდან დიდია.

„მიუხედავად იმისა, რომ ლიბერალურ სამყაროში მიღებულია ეკონომიკისა და პოლიტიკის ერთმანეთისგან გამოყოფა და პროდუქციის მიწოდება უნდა მოხდეს იქ, საიდანაც მოთხოვნა დიდია. რადგან ჩვენს მეზობლეთან არასტაბილური ურთიერთობა გვაქვს და ისტორიამ აჩვენა, რომ ეკონომიკური პოლიტიკიდან გამომდინარე რუსეთთან კავშირები ხშირად წყდება, ჩვენ თავიდანვე რუსეთის ბაზრისკენ არცკი გაგვიხედია. ცხოველებისთვის განკუთვნილი ავეჯის წარმოების იდეის გაჩენის დღიდან, ჩვენი მიზანი made in Georgia-ს ევროპისა და ამერიკის ბაზარზე შესვლა იყო და ჩვენ ეს მოვახერხეთ. ჩვენი გეგმა იმ ბაზრებზე შესვლაა, რომლებიც დემოკრატიულია, სადაც კონკურენცია ჯანსაღია“, - განაცხადა დავით ბარდაველიძემ.

მისივე თქმით, ევროპელები უფრო ხარისხს ანიჭებენ უპირატესობას, ამერიკელები კი - დიზაინს.

„Georgian products“-ი ქართული კომპანიაა, რომელიც 2014 წლიდან ცხოველების ავეჯს, სათამაშოებსა და საკვებს აწარმოებს. პროდუქცია ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში გადის ექსპორტზე. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ კომპანიამ მარტო 2021 წელს 90 მილიონი ლარის ექსპორტი განახორციელა.