რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთის მიერ უკრაინაში წამოწყებული "სამხედრო ოპერაცია", დასავლეთის მხრიდან წამოსულ აგრესიაზე პრევენციულ წინააღმდეგობას წარმოადგენს. ამის შესახებ მან ფაშიზმზე გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ აღლუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პუტინმა აღნიშნა, რომ მეორე მსოფლიო ომმა რუსებს ასწავლა, რა უნდა მოიმოქმედონ, რომ გლობალური ომი არ განმეორდეს და რუსეთის ამის შესრულებას შეეცადა, თუმცა უშედეგოდ.
„პატივცემულო რუსეთის მოქალაქეებო, ვეტერანებო... გილოცავთ დიდი გამარჯვების დღეს! სამშობლოს დაცვა, როდესაც მისი ბედი წყდებოდა, ყოველთვის წმინდა იყო. გულწრფელი პატრიოტიზმის ასეთი გრძნობით მტერს ებრძოდნენ ბოროდინის ველზე, მოსკოვთან და ლენინგრადთან, კიევთან და მინსკთან, სტალინგრადთან და კურსკთან, სევასტოპოლთან და ხარკოვთან. ასე ხდება ახლაც, ამ დღეებში თქვენ ჩვენი ხალხისთვის დონბასში, ჩვენი სამშობლოს, რუსეთის უსაფრთხოებისთვის იბრძვით.
ვამაყობთ გამარჯვებულების დაუძლეველი, ბრწყინვალე თაობით და იმით, რომ მათი შთამომავლები ვართ და ჩვენი მოვალეობა მათი ხსოვნის დაცვაა, ვინც გაანადგურა ნაციზმი, ვინც მემკვიდრეობით გადმოგვცა, რომ უნდა ვიყოთ ფხიზლად და გავაკეთოთ ყველაფერი, რომ გლობალური ომის საშინელება არ განმეორდეს, ამიტომ საერთაშორისო დონეზე არსებული ყველა უთანხმოების მიუხედავად, რუსეთი ყოველთვის თანასწორი და განუყოფელი უსაფრთხოების სისტემის მხარდაჭერით გამოდიოდა; სისტემის, რომელიც სასიცოცხლოდ აუცილებელია მთელი მსოფლიო საზოგადოებისთვის.
გასული წლის დეკემბერში ნატოს ქვეყნებს ჩვენ უსაფრთხოების გარანტიების შეთანხმება გაფორმება შევთავაზეთ;, რუსეთი დასავლეთს, ერთმანეთის ინტერესების გათვალისწინებით, სამართლიანი დიალოგისა და გონივრული კომპრომისული გადაწყვეტილების ძიებისკენ მოუწოდებდა. ყველაფერმა უშედეგოდ ჩაიარა, ნატო-ს ქვეყნებმა ჩვენი გაგონება არ მოისურვეს, რაც იმას ნიშნავს, რომ სინამდვილეში, მათ სრულიად სხვა გეგმები ჰქონდათ და ჩვენ ამას ვხედავდით. დონბასში მორიგი სადამსჯელო ოპერაციისთვის მზადება, ჩვენს ისტორიულ მიწებზე შეჭრა, მათ შორის, ყირიმში, ღიად მიმდინარეობდა. კიევში ბირთვული იარაღის შესაძლო შეძენაზე კეთდებოდა განცხადებები. ნატო-მ დაიწყო აქტიური სამხედრო მოცვა ჩვენს სიახლოვეს მდებარე ტერიტორიების, აქედან გამომდინარე, იქმნებოდა ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელი საფრთხე, მათ შორის, უშუალოდ ჩვენს საზღვრებთან. ყველაფერი მეტყველებდა იმაზე, რომ შეტაკება ნეო-ნაცისტებთან, ბანდეროველებთან, ვისზეც აშშ-მ და მისმა პარტნიორებმა დადეს ფსონი, გარდაუვალი იქნებოდა. ჩვენ ვხედავდით, როგორ ვითარდებოდა სამხედრო ინფრასტრუქტურა, როგორ დაიწყო მუშაობა ასობით უცხოელმა მრჩეველმა, ნატო-ს ქვეყნებიდან ყველაზე თანამედროვე იარაღის მიწოდება მიმდინარეობდა, საფრთხე ყოველდღიურად იზრდებოდა. რუსეთმა პრევენციული პასუხი გასცა ამ აგრესიას. ეს იყო იძულებითი, დროული და ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, სუვერენული, ძლიერი, დამოუკიდებელი ქვეყნის მხრიდან“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი