11.სექტემბერი .2020 17:13

"რუსთავი2"-ის თანამშრომელს covid-19 დაუდასტურდა - არხზე მასობრივი ტესტირება იწყება

views 233
უკან

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც სამაუწყებლო კომპანიის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ირაკლი იმნაიშვილმა განაცხადა, დღესვე ტელეკომპანიის ყველა თანამშრომელს, რომელსაც ინფიცირებულთან კონტაქტი ჰქონდა, ტესტირება ჩაუტარდება.

იმნაიშვილის თქმით, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ „რუსთავი 2“-ის მაუწყებლობა არ შეფერხდეს.

„ამ წუთებში ვმუშაობთ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან იმისთვის, რომ მაუწყებლობას პრობლემა არ შეექმნას და შედგეს სპეციალური პროტოკოლი. დღევანდელი „ღამის კურიერი“ ეთერში არ გავა, რადგან რისკები არ გვაქვს შეფასებული, ხოლო მოგვიანებით ყველაფერს გადავწყვეტთ“, - განაცხადა ირაკლი იმნაიშვილმა.

ინფორმაციისთვის: დღეს კორონავირუსის 87 შემთხვევა გამოვლინდა.