ბოლო ერთ კვირაში არმატურაზე ფასი 200 დოლარით გაიზარდა და 1000 დოლარს აჭარბებს, მაშინ როცა პანდემიამდე პერიოდში მისი ღირებულება 750 დოლარამდე იყო. ბიზნესი აცხადებს, რომ იმპორტირებულ პროდუქციასთან ერთად ადგილობრივი წარმოების სამშენებლო მასალებიც გაძვირებულია, რადგან საჭირო ნედლეული, ხშირ შემთხვევაში, იმპორტირებულია.
"რუსთავის ფოლადში" ამბობენ, რომ სამშენებლო მასალებზე ფასების ზრდა რუსეთ-უკრაინის ომს არ უკავშირდება. კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილე არჩილ მელიქიძე აცხადებს, რომ არმატურის საერთო მოხმარებაში უკრაინიდან იმპორტირებულ პროდუქტს დიდი წილი არ აქვს.
ამდენად, მისი თქმით, საბოლოო პროდუქციაზე ფასების ზრდა ჯართის, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის გაძვირებით არის განპირობებული.
“თუ სამი თვის წინ ჯართი, რომელიც ჩვენი წარმოების მთავარი მასალაა, 300 დოლარი ღირდა, დღეს მისი ფასი 500 დოლარამდე ადის, საერთაშორისო ბაზარზე კი ჯართის ფასი 650 დოლარია. იზრდება ელექტროენერგიის ფასიც, რაც ჩვენს ხარჯებში მნიშვნელოვანი კომპონენტია. შარშან ჩვენ პირადად ელექტროენერგიაზე გაწეული ხარჯი მინიმუმ 10%-ით გაგვეზარდა. 20%-ით გაგვიძვირდა ბუნებრივი აირიც, შესაბამისად, გაძვირებულია კომპონენტები, რაც საბოლოო პროდუქტის ფასშიც აისახა. არმატურის ფასი 2019 წელს 750 დოლარი იყო, ახლა 1000 დოლარს აჭარბებს ანუ 30%-ით მაინც არის გაზრდილი არმატურის ღირებულება", - ამბობს არჩილ მელიქიძე.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი