“რუსთავის ფოლადი” ქარხანაში გარემოსდაცვით სისტემებს ამონტაჟებს, რაც კომპანიას 8 თვის წინ მიღებულმა კანონმა დაავალდებულა. როგორც საწარმოს ეკონომიკური უსაფრთხოების დირექტორი ვასილ ოთარაშვილი bm.ge-სთან აცხადებს, საუბარია ფილტრებსა და ჰაერის თვითმონიტორინგის სისტემებზე, რომლებმაც გარემოს დაცვის სამინისტროს ონლაინ რეჟიმში უნდა მიაწოდოს ინფორმაცია საწარმოს მიერ ჰაერში გაფრქვევების შესახებ.
გარემოსდაცვითი სისტემების მონტაჟის ვალდებულება საქართველოში მოქმედ 85-მდე საწარმოს გასული წლის ივნისიდან დაეკისრა. „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, ბიზნესმა მათ მიერ ჰაერში წარმოქმნილი გაფრქვევები უნდა შეამციროს. ამისთვის კომპანიებს უწევთ სპეციალური დანადგარები და აღჭურვილობა შეიძინონ, რაც მათი თქმით, საკმაოდ დიდ თანხებთან და ხანგრძლივ პროცედურებთან არის დაკავშირებული.
პროცესი რომ ხანგრძლივი იქნებოდა, ეს ბიზნესმა ხელისუფლებას გააგებინა და რეგულაციის გადავადებაც ითხოვა, თუმცა უშედეგოდ. ცვლილება ძალაში შევიდა, შესაბამისმა უწყებებმა კი კომპანიების მონიტორინგი დაიწყეს. უკვე არსებობს კომპანიების როგორც გაფრთხილების, ასევე სანქცირების შემთხვევებიც. ერთ-ერთი ასეთია “რუსთავის ფოლადი”, რომელმაც სისტემის გამართვა ვერ მოასწრო და დაჯარიმდა.
“უკვე ჩამოტანილი გვაქვს თვითმონიტორინგის სისტემები და ახალ გავდივართ სამინისტროსთან იმ ეტაპებს, რასაც ჰქვია დაერთება. ამ სისტემებისთვის აუცილებელია, ინფორმაციის მუდმივი შენახვის საშუალებები, რომელიც ინტერნეტის არარსებობის პირობებშიც უზრუნველყოფს ჩანაწერების გაკეთებას. ეს ინფორმაცია უნდა წარვადგინოთ სამინისტროში, რათა დავადასტუროთ, რომ ინტერნეტის არქონის პირობებშიც არ ხდებოდა დარღვევები და ზედმეტი გაფრქვევები.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან საკმაოდ შედეგიანად ვმუშაობთ. აღნიშნული სისტემები სიახლეა არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ რეგიონისთვისაც, ამიტომ ცოდნა, რომელიც ამას სჭირდება, არ არსებობდა და ნელნელა ახლა იქმნება. გვინდა, მალე დავასრულოთ პროცესი, რამდენადაც საკამოდ დიდი დრო და რესურსი მიაქვს ამას”,- აცხადებს “რუსთავის ფოლადის” ეკონომიკური უსაფრთხოების დირექტორი.
ვასილ ოთარაშვილი იმედოვნებს, რომ სისტემების მონტაჟი მიმდინარე წლის პირველ ნახევარში დასრულდება, თუ ეპიდემიოლოგიურმა მდგომარეობამ არ შეაფერხა პროცესი. მისი თქმით, კომპანიაში საკმაოდ ბევრი ინფიცირებულია, რაც მათ სერიოზულ პრობლემებს უქმნის არამხოლოდ ამ პროექტის, არამედ სხვა მიმართულებებითაც.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი