08.ოქტომბერი .2019 16:55

"რუსულმა ავიასანქციებმა ტურისტულ სექტორზე იმოქმედა, თუმცა - მოკლევადიანად"

views 234
უკან

“შერატონ მეტეხი პალასის” წარმომადგენელი ფრედ სმიტსი აცხადებს, რომ რუსულმა ავიასანქციებმა ტურისტულ სექტორზე იმოქმედა, თუმცა - მოკლევადიანად. ამის შესახებ კომენტარი მან საქართველოს პრემიერმინისტრისა და ტურისტული სექტორის შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა.

“რაც დავინახეთ ამ დროის განმავლობაში, არის ის, რომ აქცენტი სხვა ქვეყნებზეც უნდა გავაკეთოთ. რუსეთზე ფოკუსირება კარგია, თუმცა ერთ მიმართულებაზე ზედმეტად დამოკიდებულება არ არის კარგი. უნდა ვიყოთ უფრო მოქნილები”, - აცხადებს ფრედ სმიტსი.

რაც შეეხება ტურიზმის სექტორში არსებულ გამოწვევებს, “შერატონის” წარმომადგენელი ამბობს, რომ მთავარი საქართველოს ცნობადობის ამაღლება და რაც შეიძლება მეტი პირდაპირი ფრენის დამატებაა, რათა უფრო მეტი ტურისტი მოიზიდოს ქვეყანამ.