მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საამაყო ციფრებით ვაჯამებთ ურთულეს და გამოწვევებით სავსე 2021 წელს" - მარიამ ქვრივიშვილი

61e06431f1cbc
თამთა ჯიჯავაძე
13.01.22 22:40
1050
ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, მარიამ ქვრივიშვილი 2021 წელს აჯამებს. როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, გასული წლის რიცხვები საკმაოდ საამაყოა. 

მისივე თქმით, ეს იმ ფონზე, როდესაც გამოწვევა არამხოლოდ კოვიდპანდემია იყო, "არამედ ის ფაქტიც, რომ თითქმის ორი წელია ჩვენი ორი მეზობელი ქვეყნის სახმელეთო საზღვარი შიდა რეგულაციების გამო დაკეტილია (ამ ორი ქვეყნის წილი ჯამურ სტატისტიკაში კი, 2019 წელს 40% აღწევდა)".

"შესაბამისად, ჩვენ გვიწევდა არა მხოლოდ კოვიდ-პანდემიის პირობებში უსაფრთხოდ, ტურიზმის აღდგენა, არამედ 40% დანაკლისით შემოსავლებისა და ტურისტების რაოდენობის ზრდის უზრუნველყოფა.

ბუნებრივია, რომ საქართველოს ტურიზმის სექტორი სრულად დამოკიდებული გახდა ავიაციის სიძლიერეზე, რადგან საჰაერო გადაზიდვები გახდა მთავარი გზა ტურისტების ქვეყანაში შემოსვლის. ჩვენმა გუნდმა უდიდესი რესურსი ჩადო ავიაციის სექტორის გაძლიერებაში. სწორი სტრატეგიით, მოლაპარაკებებით, პროაქტიულობითა და კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობით - 2021 წელს, საქართველო მსოფლიოში მოწინავე ქვეყანად დასახელდა Eurocontrol-ის მიერ, ავიაციის ინდუსტრიის აღდგენის ყველაზე სწრაფი დინამიკით - 2019 წელთან შედარებით აღდგენილია 93%.

- შემოვიყვანეთ ახალი ავიაკომპანიები, პირდაპირი მიმართულებები აღვადგინეთ 100%-ით, ხოლო სიხშირეები - 85%.

ტურიზმის აღდგენის დინამიკა - 2021 წელს ასეთია:
- 2021 წელს საერთაშორისო მოგზაურებიდან საქართველომ 1,244,941,717 მილიარდი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო
- 2020 წელთან შედარებით 130% ზრდა, 2019 წლის მონაცემის 38% აღდგენა;
- 1,881,271 საერთაშორისო მოგზაური;
- 2020 წელთან შედარებით ზრდა +7.7%, 2019 წლის მონაცემის 20% აღდგენა;
- 1,577,463 საერთაშორისო ტურისტი;
- 2020 წელთან შედარებით ზრდა +45.1%, 2019 წლის მონაცემის 31% აღდგენა.

მინდა დიდი მადლობა გადავუხადო შეტანილი წვლილისთვის და თავდაუზოგავი შრომისთვის ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს, ყველა საჯარო მოხელეს და რა თქმა უნდა, ჩვენს ძალიან ძლიერ კერძო სექტორს! გამოწვევები კვლავ ძალიან ბევრია, მისაღწევი შედეგების მოლოდინები კი კიდევ უფრო მეტი! დარწმუნებული ვარ ერთად მუშაობით 2022 წელი წარმატების, კეთილდღეობისა და ძალიან ბევრი ტურისტის წელი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის", - წერს მარიამ ქვრივიშვილი.