საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის არსებული წესები უნდა დავიცვათ იმისთვის, რომ ეკონომიკა სხვა ქვეყნებზე სწრაფად აღდგეს. ამის შესახებ მან უწყებათაშორისი საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ საქართველო უნდა იყოს სამაგალითო და აჩვენოს ყველას, რომ ამ პირობებშიც შეიძლება ნორმალური თანაცხოვრება.
"რაც შეეხება სწრაფად ეკონომიკურ ცხოვრებაში დაბრუნებას, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ აქ უმნიშვნელოვანესი კომპონენტია წესების დაცვა. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ პირბადე უნდა გავიკეთოთ და სოციალური დისტანცია უნდა დავიცვათ, პირველ რიგში, მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენი ეკონომიკური აღდგენა, ჩვენი სამუშაო ადგილების აღდგენა სხვებთან შედარებით იყოს უფრო ეფექტური და სწრაფი. რასაც აქამდეც ვაკეთებდით და ახლაც ვაგრძელებთ.
უბრალოდ რამდენიმე კომპონენტი გვემატება: პირველი - საარჩევნო პროცესი, რომელსაც ვერ და არ გავაჩერებთ მიუხედავად ზოგიერთი ვაი-ექსპერტის მოწოდებისა, ეს არის ხელშეუხებელი პროცესი და უნდა გვესმოდეს, რომ თავისუფალი არჩევნები არის პრიორიტეტი პირბადით, დისტანციის დაცვით და საქართველომ მთელ მსოფლიოს უნდა ანახოს, რომ ასეთ მდგომარეობაშიც შესაძლებელია ნორმალური ცხოვრების გაგრძელება იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა, მთავრობა, მოქალაქე, როგორც კერძო, ისე სახელმწიფო ორგანიზაციები ზედმიწევნით იცავენ წესებს და აქვთ დისციპლინის მაღალი ხარისხი“, - განაცხადა პრემიერმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას