მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული რაიმე ახალი ინიციატივის განხილვას აღარ ვაპირებთ"

5dd25ae9f2e62
BM.GE
18.11.19 12:47
1352
პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება მოქმედი კონსტიტუციით დადგენილი წესით, დადგენილ ვადებში, უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტით და საერთაშორისო საზოგადოების ძალიან მაღალი ჩართულობით.

ამის შესახებ მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და დასძინა, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული რაიმე ახალი ინიციატივის განხილვას აღარ აპირებენ.

„არჩევნებამდე დარჩენილია 1 წელზე ნაკლები. შესაბამისად, ჩვენ აღარ ვაპირებთ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული რაიმე ახალი ინიციატივის განხილვას.

მოვუწოდებთ ოპონენტებს, მოემზადონ არჩევნებისთვის და ხალხის მხარდაჭერის არქონას საარჩევნო სისტემებს ნუ დააბრალებენ. ცხადია, ყველა საარჩევნო სისტემას აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები. თუმცა, ორივე საარჩევნო სისტემა ლეგიტიმური და დემოკრატიულია. 2020 წელს არჩევნები ჩატარდება შერეული სისტემით ისევე, როგორც ტარდებოდა აქამდე, უკანასკნელი სამი ათწლეულის მანძილზე. არჩევნებს იგებს საზოგადოების ნდობა და არა საარჩევნო სისტემა. შეგახსენებთ, რომ 2012 წელს ჩვენ სწორედ ამ საარჩევნო სისტემის პირობებში შევცვალეთ ძალადობითა და სისასტიკით გამორჩეული რეჟიმი, რომელიც პრაქტიკულად სრულად აკონტროლებდა პოლიტიკურ პროცესთან დაკავშირებულ ყველა ინსტიტუტსა და ინსტრუმენტს,“ - განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, მმართველი გუნდი „იქნება მაქსიმალურად მომთმენი“, მაგრამ როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, „დესტრუქციის გაგრძელების შემთხვევაში, ხელისუფლებას შესაბამისი რეაგირება ექნება“.