მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საარჩევნო უბნებთან რიგებია და ძალიან მიხარია" - მაია ცქიტიშვილი

5f9d4e5f958b8
ინგა მურუსიძე
31.10.20 15:48
527
“ხმა მივეცი ქვეყნის წარმატებას, ევროპულ მომავალს, განვითარებას, შენებას და ისეთ სახელმწიფოს, სადაც ხელისუფლებისთვის მთავარი ღირებულება ადამიანია“, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

ვიცე-პრემიერმა თანამოქალაქეებს არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ საარჩევნო პროცედურების უსაფრთხოდ წარმართვისთვის ეპიდემიოლოგებმა და ცესკომ აქტიურად იმუშავეს. 

„ძალიან მიხარია, რომ რიგებს ვხედავ საარჩევნო უბნებთან, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი მოქალაქეები დიდი აქტიურობით აძლევენ ხმას. ძალიან მნიშვნელოვანია, ყველამ დავაფიქსიროთ ჩვენი არჩევანი. არ დაიზაროთ, მოდით არჩევნებზე, მიეცით ხმა, ამას სჭირდება სულ რამდენიმე წუთი”, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.