მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საავიაციო უნივერსიტეტში 25 ქვეყნის მოქალაქე სწავლობს" - რამდენი სტუდენტი ჰყავს სასწავლებელს?

6384f509223c7
ალა ისპირიანი
28.11.22 21:55
1514
საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში 900-მდე სტუდენტი სწავლობს. ამის შესახებ უნივერსიტეტის რექტორმა სერგო ტეფნაძემ BMG-ის ეთერში განაცხადა. მისი თქმით, მათგან 100-მდე სტუდენტი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, რომლებიც საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში განათლების მისაღებად 25 სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოვიდნენ.

„ხშირად გამიგია საუბარი იმ პირების მხრიდან, ვისაც ავიაციაში სხვადასხვა თანამდებობა ეკავათ და უკავიათ - „რომ არა საავიაციო უნივერსიტეტი, საქართველოს ავიაცია არ ექნებოდა“, რა თქმა უნდა, მსიამოვნებს ამის მოსმენა და დავამატებ, რომ განათლების მიმართულებით, რომელიმე სფერო ვერ იქნება წარმატებული თუ მას პროფესიონალი კადრები არ ეყოლება. ზუსტად ამან განაპირობა თავის დროზე, რომ სასწავლო დაწესებულება ჩამოგვეყალიბებინა, რომელზეც საავიაციო დარგი დადგებოდა. ამჟამად საავიაციო უნივერსიტეტში 900-მდე სტუდენტი სწავლობს, მათ შორის 100-ზე მეტი უცხოელი სტუდენტია. არის პერიოდი, როდესაც სტუდენტთა რაოდენობა 1000-ს აჭარბებს. ჩვენს უნივერსიტეტში დაახლოებით 25 სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქე სწავლობს. ბევრი მათგანი გარკვეულ თანამდებობის იკავებენ იმ ქვეყნებში, საიდანაც არიან და სამადლობელ წერილებს ვიღებთ.

პროფესიონალი კადრების მომზადების კუთხით, ავიაციაში განსაკუთრებით, აუცილებელია თეორიული და პრაქტიკული მომზადება, შესაბამისად მფრინავთა მოსამზადებლად გვაქვს სიმულატორები, როგორც თვითმფრინავზე, ასევე შვეულმფრენზე და მათ გარკვეული საათები აუცილებლად უნდა იფრინონ სერტიფიცირებულ საწაფებზე, რაც მათ კარგ შედეგს აძლევს პროფესიული მომზადების კუთხით. დღესდღეობით ვინც ავიაციის სფეროშია დასაქმებული ყველა ჩვენი კურსდამთავრებულებია“, - ამბობს სერგო ტეფნაძე.

მისივე თქმით, უნივერსიტეტს სამი ფაკულტეტი აქვს: საფრენოსნო მომზადების, საინჟინრო და ბიზნესის ადმინისტრირების.

მან ასევე აღნიშნა, რომ გასულ წელს უნივერსიტეტს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებიც დაემატა.