მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საბანკო რეგულაციების მიმართულებით გადადგმული ზოგიერთი ნაბიჯი იყო არაადეკვატური"

5dd55235bf39c
BM.GE
20.11.19 18:45
1615
საქართველოს ბიზნესასოციაცია განცხადებას ავრცელებს, რომელიც რამდენიმე საკითხს ეხება. ბიზნესასოციაცია აქცენტს ლარის კურსზე აკეთებს და აცხადებს, რომ ეროვნული ვალუტა ზედმეტად არის გაუფასურებული. ამასთან, ბიზნესასოციაცია აცხადებს, რომ გადასახედია ეროვნული ბანკის მიერ ბოლო პერიოდში მიღებული საბანკო რეგულაციები.

“ბიზნესის შეფასებით, საბანკო რეგულაციების მიმართულებით გადადგმული ზოგიერთი ნაბიჯი იყო არაადეკვატური და შეუსაბამო. ვფიქრობთ, იმ მომენტისათვის ბაზარზე არსებული რისკების გათვალისწინებით, საბანკო რეგულაციების ზოგიერთი მოთხოვნა იყო გადაჭარბებული. ამ თემაზე ჩვენ საქართველოს ხელისუფლებასთან და ეროვნულ ბანკთან არაერთხელ გვქონია შეხვედრა და მომავალშიც გვექნება პროფესიული დისკუსიები, სადაც გვინდა შევჯერდეთ იმ ძირითად პრინციპებზე, რომლებიც იქნება მიმართული ბიზნესგარემოსა და მთლიანად საქართველოს ეკონომიკის გაჯანსაღებისაკენ”,- ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია განცხადებას ავრცელებს